<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

რატომ იცვლება კრიპტოს ფასი ხშირად

10 ნოე. 2026
WEB COVER Below 300

კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრი ცვალებადობა, რასაც ფინანსურ სამყაროში ვოლატილობას უწოდებენ, ერთი შეხედვით სარისკოა, მაგრამ მისი ახსნა ლოგიკურად შეიძლება

მიზეზი #1: არასაკმარისი ისტორიული გამოცდილება

ზოგადად, რაც უფრო ძველი და გამოცდილია აქტივი, მით უფრო მაღალია მის მიმართ ინვესტორების ნდობა. კრიპტობაზრის მერყეობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი კი სწორედ ისაა, რომ ციფრული აქტივების ინდუსტრია, საფონდო ბირჟებთან შედარებით, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალია

მიზეზი #2: მცირე ბაზრის ზომა

ვოლატილობის კიდევ ერთი მიზეზი მცირე ბაზარია, რადგან, რაც უფრო დიდია აქტივის საბაზრო შეფასება, მით ნაკლები გავლენა და ძალაუფლება აქვს ბაზრის თითოეულ მონაწილეს. გლობალური კრიპტოინდუსტრია $2.53 ტრილიონადაა შეფასებული, მაგრამ ოქროს, უძრავი ქონების, ობლიგაციების და ფასიანი ქაღალდების ბაზრებთან შედარებით ის თითქმის 200-ჯერ პატარაა. ამიტომ, კრიპტოვალუტების ფასები, ხშირად, რამდენიმე დიდი მოთამაშის მიერ განხორციელებული მსხვილი ტრანზაქციების გამო იცვლება

მიზეზი #3: ინვესტორების ემოციურობა

კრიპტოს ფასის მერყეობას ასევე განაპირობებს ინვესტორების ემოციურობა და გლობალური მოვლენები. კრიპტოინდუსტრია განსაკუთრებით მგრძნობიარეა მედიაში გავრცელებული ახალი ამბების მიმართ. მთავრობის, მარეგულირებლის, კომპანიის ან გავლენიანი პირის განცხადებამ, შესაძლოა, კრიპტოს ფასი მკვეთრად შეამციროს ან პირიქით – მკვეთრად გაზარდოს

საერთო ჯამში, ვოლატილობა აუცილებლად „ცუდი“ მოვლენა არ არის – ის განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ბაზრის თავისუფალ ბუნებას ასახავს. ნებისმიერ ჯანსაღ ეკონომიკურ სისტემაში, სადაც ფასებს მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს, რყევები გარდაუვალია. გონიერი ინვესტორისთვის კი, მერყეობა აქტივის შესაძენად საუკეთესო დროა

დაიწყე კრიპტოში ინვესტირება პირდაპირ თიბისის მობაილბანკში – სწრაფად და მარტივად

გაითვალისწინე, კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან. კრიპტოს შეძენამდე, დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებს და პირობებს.

ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშანი/ლოგო გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.

10 ნოე. 2026