<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა
  • მთავარი chevron-right-outlined
  • ბლოგები chevron-right-outlined
  • GTA 6-ის მოლოდინი და გავლენა Take-Two Interactive (TTW) -ის აქციაზეchevron-right-outlined

GTA 6-ის მოლოდინი და გავლენა Take-Two Interactive (TTW) -ის აქციაზე

18 ნოე. 2026
Blog Cover 2

13 წლიანი პაუზის შემდეგ, GTA 6-ის გამოსვლა გაეიმინგ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა. თამაშს მოთამაშეები ელოდებიან, ინვესტორები კი აკვირდებიან, როგორ შეიძლება მისმა წარმატებამ Take-Two Interactive-ის შედეგებსა და აქციაზე იმოქმედოს. Rockstar Games სწორედ ამ კომპანიის ნაწილია.

თამაში 19 ნოემბერს გამოდის. გამოსვლის მოახლოებასთან ერთად, ყურადღების ცენტრშია Take-Two Interactive-ის აქციაც, რომელიც Nasdaq-ზე Take-Two Interactive (TTWO) სახელით ივაჭრება.

ნოემბრის დასაწყისიდან Take-Two Interactive (TTWO)-ის აქცია დაახლოებით +15%-ით გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კომპანიის განცხადება იყო: GTA 6-ის წინასწარ შეკვეთებზე მოთხოვნა თავდაპირველ მოლოდინს აჭარბებს. მიუხედავად ამისა, Take-Two-მ 2027 ფინანსური წლის შემოსავლის პროგნოზი უცვლელი დატოვა, $8–8.2 მილიარდის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები თამაშის წარმატებას ელიან, მაგრამ ჯერ კომპანიას პროგნოზი არ გაუზრდია.

16 ნოემბერს Take-Two Interactive (TTWO)-ის აქცია -2.5%-ით დაეცა. ერთ-ერთი მიზეზი მაღალი მოლოდინებია: JPMorgan-ის შეფასებით, კომპანიის პროგნოზი GTA 6-ის პირველ წელს 34 მილიონი ასლის გაყიდვას ითვალისწინებს, ბაზრის ზოგიერთი მოლოდინი კი 45 მილიონს აჭარბებს. ამიტომ ინვესტორები აკვირდებიან, შეძლებს თუ არა თამაში ამ მოლოდინების გამართლებას.

კომპანიის ბოლო კვარტლის შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $1.77 მილიარდიდან $1.50 მილიარდამდე შემცირდა. ამიტომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად შეუწყობს ხელს GTA 6 კომპანიის შემოსავლების ზრდას.

Take-Two Interactive-ის პროგნოზით, 2027 ფინანსურ წელს თამაშებისა და სერვისების გაყიდვებიდან მიღებული ჯამური თანხა $8.0–8.2 მილიარდი იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს მთელი კომპანიის შემოსავლების პროგნოზია და არა მხოლოდ GTA 6-ის მოსალოდნელი შემოსავალი.

JPMorgan-ის აზრით, GTA 6-ის წინასწარი შეკვეთები და თამაშის ონლაინ რეჟიმიდან მიღებული შემოსავალი Take-Two-ს შედეგებს გააძლიერებს. ანალიტიკოსები 2027 ფინანსური წლისთვის $8.3 მილიარდის ჯამურ გაყიდვებს პროგნოზირებს, Take-Two კი $8–8.2 მილიარდს ელის.

Bank of America-ც დადებითად აფასებს Take-Two Interactive-ს, თუმცა სამიზნე ფასი $368-დან $330-მდე შეამცირა. ანალიტიკოსები კომპანიის ზრდის შესაძლებლობას ხედავენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ აქციის ფასი თამაშის გაყიდვებზე და მოთამაშეების შეფასებებზე იქნება დამოკიდებული.

თამაშის გამოსვლის შემდეგ ყურადღება გაყიდვებზე, მოთამაშეების გამოხმაურებასა და იმაზე გადავა, შეძლებს თუ არა GTA 6 ინტერესის შენარჩუნებას გრძელვადიანად. სწორედ რეალური შედეგები აჩვენებს, რამდენად დაემთხვა თამაშის წარმატება ბაზრის მოლოდინებს.

აღმოაჩინე Take-Two Interactive (TTWO)-ის აქციები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე, გაეცანი მონაცემებს და დააკვირდი აქციის დინამიკას.

გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა

18 ნოე. 2026