სამყაროს ცვლილებასთან ერთად, ტექნოლოგია ყოველდღიურად უფრო მნიშვნელოვანი ხდება. გამონაკლისი, არც ინვესტირებაა, სადაც ბოლო დროს კრიპტოზე უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ. გონიერი ინვესტორისთვის კრიპტო დივერსიფიკაციის და ტექნოლოგიური პროგრესის მონაწილეობის და მეწილეობის საშუალებაა.
რა არის და საიდან იღებს სათავეს კრიპტო?
კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებული ციფრული აქტივია, რომელიც არც ქვეყნებზე არის დამოკიდებული და არც კომპანიებზე. კრიპტოინდუსტრიის ისტორია 2008 წელს იწყება, როცა სატოში ნაკამოტომ ბიტკოინი შექმნა. სატოში ნაკამოტოს მიზანი ისეთი ფულის შექმნა იყო, რომელიც სახელმწიფოების ჩარევის გარეშე იმუშავებდა. ბიტკოინის შემდეგ, ბაზარზე მილიონობით სხვა ვალუტა გამოჩნდა, ხოლო ბაზრის შეფასებამ რამდენიმე ტრილიონს გადააჭარბა.
როგორ მუშაობს კრიპტო?
კრიპტოვალუტების ფუნდამენტი ბლოკჩეინია. ის ერთგვარი ციფრული რეესტრია, რომელიც ყველა ტრანზაქციას დაცულად ინახავს, ანუ ინფორმაციის ჩამატება, ჩასწორება და ამოშლა, უბრალოდ შეუძლებელია. ეს რეესტრი დეცენტრალიზებულია და იქ არსებული მონაცემები ქსელის ყველა კომპიუტერში ინახება. ასე, სისტემა სისტემა უფრო გამჭვირვალე და დაცულია. თუმცა ბაზარზე ცენტრალიზებულ და დახურულ ბლოკჩეინებსაც ვხვდებით, რომელთაც, ხშირად, სახელმწიფოები იყენებენ.
რა სარგებელი და რისკები აქვს კრიპტოს?
გონიერი ინვესტორები კრიპტოში ფულს, უმეტესწილად, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის აბანდებენ. ინვესტორები კრიპტოს შესაძლო მაღალი უკუგებითაც ინტერესდებიან, მაგრამ სადაც მაღალია პოტენციალი, იქ არის რისკიც. კრიპტოვალუტებს მერყეობა ახასიათებთ, მათ შორის გაურკვეველი ან თუნდაც მანიპულაციური მიზეზებით. ამიტომაც, გონიერი ინვესტორი არასდროს ინვესტირებს იმაზე მეტს, ვიდრე გარისკვა შეუძლია.
რა არის დეცენტრალიზებული ფინანსები, ანუ DeFi?
კრიპტოს განვითარებასთან ერთად, ფინანსურ სამყაროში ახალი მიმართულება გამოჩნდა — დეცენტრალიზებული ფინანსები. ამ ეკოსისტემაში ტრადიციულ საბანკო სერვისებს ვხვდებით, მათ შორის სესხებს, დეპოზიტებს და ვაჭრობას, რომლებიც ავტომატური ალგორითმების საშუალებით ავტომატურად სრულდება, შუამავლის გარეშე.
DeFi-პლატფორმების გამოყენება რთულია და დიდ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს, ამიტომაც დამწყები ინვესტორებისთვის სანდო, რეგულირებული პლატფორმების გამოყენებაა რეკომენდებული. თიბისის მობაილბანკი ასეთი პლატფორმაა, სადაც კრიპტოში ინვესტირება $1-დან შეგიძლია, შენთვის სასურველ დროს.
დაიწყე კრიპტოში ინვესტირება პირდაპირ თიბისის მობაილბანკში – სწრაფად, დაცულად და მარტივად!
გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა…