globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

გზამკვლევი საგანძურის მაძიებლებისთვის: გაიგე, როგორ დააგროვო მონეტები

2 ივლ. 2026
sagandzuris maratoni (3)

მოემზადე ახალი თავგადასავლისთვის! 1-ელი ივლისიდან თიბისის მობაილბანკში სტარტს საგანძურის მარათონი იღებს. ეს არის შანსი, შენი ყოველდღიური აქტივობები სახალისო გამოწვევებად და საბოლოო გამარჯვებად აქციო.

მარტო ასპარეზობის დრო დასრულდა, წინ კი დიდი საგვარეულო დაპირისპირება გელის, სადაც ყოველი სწორი ნაბიჯი, ყოველი წამი და თითოეული მონეტა გადამწყვეტია.

წაიკითხე წესები, შეიმუშავე სტრატეგია, აირიდე შეცდომები და გაიგე, როგორ მოუპოვო შენს გუნდს ლიდერობა.

საგვარეულოების რიტუალი - ვინ ხარ შენ ფინანსურად?

მარათონში ჩართვისთანავე სპეციალურ ქვიზს შეხვდები. შენი პასუხების მიხედვით, გამანაწილებელი ქვიზის ჯადოსნური ბუ შენს ფინანსურ ქცევას შეისწავლის და ოთხი საგვარეულოდან ერთ-ერთში გაგანაწილებს:

  • ბარათიშვილები - ჩრდილში მყოფი გავლენიანი მრჩევლები და სტრატეგოსები.

  • ანაბარიძეები - სამეფოს სტაბილურობის გარანტი და მომავალზე ორიენტირებული მცველები.

  • ხარჯიანები - წესებისგან თავისუფალი და არაპროგნოზირებადი მაძიებლები.

  • დოვლათიები - ამბიციური და დიდი მიზნების მქონე ლიდერები.

გახსოვდეს, რომ გუნდურობას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შენ მიერ დაგროვილი ყოველი მონეტა შენს პირად პოზიციასაც აძლიერებს და ფინალში გასვლაში შენს საგვარეულოსაც ეხმარება.

როგორ დავაგროვოთ მონეტები? მონეტების მოსაპოვებლად რამდენიმე გზა გაქვს:

მინი თამაში: ყოველდღე მისიის გახსნამდე მარტივი და ნოსტალგიური მინი თამაშის თამაში მოგიწევს. გააუმჯობესე შედეგი მანამ, სანამ დღიურ მაქსიმუმს - 500 მონეტას არ მიაღწევ.

მობაილბანკის მისიები: შეასრულე მარტივი ყოველდღიური და ყოველკვირეული ფინანსური დავალებები (მაგალითად, თანხის გადარიცხვა, ელ-ფოსტის ვერიფიკაცია და ა.შ.).

ყოველკვირეული საგვარეულოს ქვიზი: უპასუხე კითხვებს და დააგროვე დამატებითი ქულები.

7-დღიანი სტრიკები: ითამაშე ზედიზედ ერთი კვირა და მიიღე დამატებითი ბონუსები.

მეგობრების მოწვევა: გაუზიარე მეგობარს უნიკალური კოდი მობაილბანკიდან. მონეტებს მიიღებ მაშინ, როცა მეგობარი თამაშში ჩაერთვება. მოწვევა შეგიძლია ორნაირად:

  • მოიწვიო ის, ვისაც ჯერ არ აქვს თიბისის მობაილბანკი.

  • მოიწვიო მეგობარი, რომელსაც აქვს მობაილბანკი, მაგრამ მარათონში ჯერ არ ჩართულა.

როგორია საპრიზო ფონდი?

ამჯერად პრიზები საგვარეულოების ჭრილში თამაშდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ეტაპზე 4 გამარჯვებული გვეყოლება - თითო საგვარეულოდან თითო ლიდერი:

ყოველდღიური პრიზი: 100 ლარი

ყოველკვირეული პრიზი: 2 000 ლარი

ყოველთვიური პრიზი: 10 000 ლარი

ფინალში მხოლოდ ერთი, ყველაზე რეიტინგული საგვარეულო გადავა. სწორედ ამ გამარჯვებული საგვარეულოს TOP 100 მონაწილეზე განაწილდება გრანდ პრიზი - 50 000 ლარიანი ფონდი. ფინალის დეტალები მარათონის მიწურულს გამოცხადდება.

ოქროს წესები: როგორ არ გამოეთიშო რბოლას

ეს მარათონია, სადაც წამიერი მოდუნებაც კი შეიძლება გამარჯვების ფასად დაგიჯდეს. აი, რა უნდა გქონდეს მუდმივად მხედველობაში წარმატების მისაღწევად:

ყოველთვის არის რევანშის შანსი: თუ დასაწყისში ტემპი დაკარგე, ხელი არ ჩაიქნიო! დღიური და ყოველკვირეული ლიდერბორდები ნულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშში დაბრუნება და ლიდერობისთვის ბრძოლა ნებისმიერ დროს შეგიძლია. თუმცა გახსოვდეს: შენი თითოეული დაგროვილი მონეტა საერთო რეიტინგში მაინც ინახება და საგვარეულოს ფინალთან აახლოებს.

შეინარჩუნე ტემპი: სტრიკი შენი მთავარი იარაღია და დღის გამოტოვება აქ ძალიან ძვირად ფასობს. ერთი გამოტოვებული დღე იმ დღის მისიის სამუდამოდ დაკარგვას და, რაც ყველაზე მთავარია - შენი 7-დღიანი სტრიკის ბონუსის განულებას ნიშნავს.

რბოლაში ჩასაბმელად სულ ორი მარტივი პირობაა საჭირო - იყო სრულწლოვანი და მოიმარჯვო თიბისის მობაილბანკი.

არენა მზადაა, საგვარეულოები ლიდერებს ელიან. განაახლე მობაილბანკი, შემოუერთდი მარათონს დაიწყე მონეტებზე ნადირობა დიდი გამარჯვებისთვის: https://app.tbcbank.ge/YiId/bewngrdz

2 ივლ. 2026