ბრენდირებული ნივთები დღეს მხოლოდ „საჩუქარი“ აღარ არის — ისინი ბრენდის გაგრძელებაა, შეხების წერტილი მომხმარებელთან და თანამშრომლებთან, ემოციისა თუ პატივისცემის გამაძლიერებელი. სწორედ ამ იდეამ გააჩინა კეიპაქსი — სარეკლამო კომპანია, რომელიც ქართული ბიზნესებისთვის ქმნის ისეთ ბრენდირებულ პროდუქტებს, რომლებიც სხვებისგან ორიგინალურობითა და ხარისხით გამოირჩევა.
„კომპანიის მიზანია, ბიზნესს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ბრენდი ხელშესახები, სასარგებლო და დასამახსოვრებელი ნივთებით გააცოცხლოს“, —კეიპაქსის- თანადამფუძნებელი ირაკლი ცქიტიშვილი.
კეიპაქსის ისტორია 2018 წლიდან იწყება. ირაკლი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ სფეროში, აგროვებდა გამოცდილებას სხვადასხვა კომპანიის გუნდში და მკაფიოდ ხედავდა, რა აკლდა ბაზარს — მოქნილობა, გამბედაობა და ინდივიდუალიზმი. სწორედ ამ ხედვის გაზიარებით შეიქმნა კეიპაქსი. „თეონა ალთუნაშვილი ჩემი კოლეგა იყო. როდესაც მივხვდით, რომ ორივეს ერთი სურვილი და ხედვა გვქონდა, ერთად გადავწყვიტეთ კეიპაქსის დაფუძნება. მაშინაც და დღესაც, კეიპაქსის არსი უცვლელია: ბრენდირებულ პროდუქტებში უნდა იგრძნობოდეს ბრენდის ხასიათი“.
კომპანიის სერვისი სრულ ციკლს მოიცავს — პროდუქციის მოძიებიდან და იმპორტიდან ბრენდირებამდე. ნივთებს კეიპაქსი ჩინეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და თურქეთიდან იღებს, შემდეგ კი ქართული ბრენდებისთვის აქცევს პერსონალიზებულ, სტანდარტებზე მორგებულ პროდუქტად. კონკურენცია ამ ბაზარზე მაღალია, თუმცა კეიპაქსი მომხმარებლებს, ერთი მხრივ, სთავაზობს ფართო კატალოგს, მეორე მხრივ კი, ჩინეთში პარტნიორ ქარხნებთან ამზადებს სრულიად ახალ, custom made დიზაინს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია ბრენდთან ერთად შექმნას პროდუქტი, რომელიც არავის აქვს — ფორმით, ფერით, ფუნქციითა და დეტალებით განსხვავებული.
კეიპაქსმა პირველი წელი საკუთარი ფინანსური რესურსებით დაიწყო, მაგრამ უკვე 2019 წელს დადგა საჭიროება, დამატებითი სახსრები მოეძიებინათ.
„თიბისის როლი ძალიან დიდია კეიპაქსის განვითარების გზაზე. ჩვენი მომხმარებლებისგან სრულ საავანსო ანგარიშსწორებას არ ვითხოვთ, ამიტომ 2019-ში თიბისის მივმართეთ, საკრედიტო ხაზის მოთხოვნით მეტი ფინანსური მოქნილობისთვის. თიბისი პირველივე ცდაზე დაგვთანხმდა და საკრედიტო ხაზი გამოგვიყო. 7 წელია თიბისითან ვთანამშრომლობთ რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი კომპანიის შეუფერხებელ მუშაობაში.
კეიპაქსის განსხვავება მხოლოდ მიწოდების არეალსა და ფასების მოქნილობას არ ეფუძნება. აქ ერთდროულად მუშაობს სამი ფაქტორი: ფართო არჩევანი, ხარისხის კონტროლი და კრეატიული ბრენდირება.
დღეს კეიპაქსი მზადაა შემდეგი ეტაპისთვის. გეგმა ამბიციურია: გაყიდვების გუნდის გაფართოება, მეტი ახალი პარტნიორის მოძიება და ბაზრის სხვადასხვა სეგმენტთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა. ამ სტრატეგიის უკან დგას მარტივი რწმენა: ბრენდირებული ნივთი მაშინ მუშაობს ყველაზე ეფექტურად, როდესაც ის ზუსტად ერგება აუდიტორიას და რეალურ ღირებულებას სძენს მის ყოველდღიურობას.
კეიპაქსი
კეიპაქსი - FACEBOOK