მოემზადე Black Friday-სთვის: აიღე უფასო თიბისი ბარათი და დაიბრუნე უფრო მეტი
14 ნოე. 2025
share-filled გააზიარე
თიბისის ერთგულმა მომხმარებლებმა იციან, რომ მნიშვნელოვან თარიღებში, მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული შეთავაზებები დახვდებათ. გამონაკლისი არც წლევანდელი Black Friday იქნება, რომელიც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა შოპინგისთვის.
გარდა თიბისის შეთავაზებებისა, ამ დღეს მომხმარებლებს სხვადასხვა მაღაზიაში დახვდებათ ფასდაკლებები. ზუსტად ამიტომ, თუ 28 ნოემბრამდე უფასო თიბისი ბარათს აიღებთ, შეძლებთ ერთდროულად ისარგებლოთ რამდენიმე შეთავაზებით და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი.
უფრო მეტიც, უფასო თიბისი ბარათი ეფექტური ხელსაწყოა ყოველდღიური დაგროვებისთვის: ყოველ ჯერზე, როცა ბარათით გადაიხდით (თან, საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე), გადახდილი თანხის 0.5% ავტომატურად დაგიბრუნდებათ ერთგულ ყულაბაში. გარდა ამისა, მობაილბანკში შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის პრიორიტეტული კატეგორია - სურსათი, ფარმაცია ან საწვავი და ამ კატეგორიაში დახარჯული თანხიდან ორმაგი ოდენობა, ანუ 1% დაიბრუნოთ. ეს დანაზოგი კი, დროთა განმავლობაში, შესამჩნევი ხდება.
აღსაღნიშნავია, რომ ერთგულ ყულაბაში ქულების ნაცვლად გროვდება პირდაპირ თანხა, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაიტანოთ თქვენს ანგარიშზე და გამოიყენოთ სასურველი მიზნებისთვის - თუნდაც, Black Friday-ზე.
რაც მთავარია, ბარათი არის სრულიად უფასო - მას არ აქვს არანაირი ფარული ხარჯი ან საკომისიო. უფასო თიბისი ბარათს სულ რამდენიმე წამში, მობაილბანკიდან აიღებთ. მის გამოყენებას კი, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე, მომენტალურად შეძლებთ.
აიღეთ უფასო თიბისი ბარათი და მოემზადეთ Black Friday-სთვის.