<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" onload="this.media='all'"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

11 სექ. 2026
cover

თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ახლა უკვე დღეში 16 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მომხმარებლებს აქციების ყიდვა-გაყიდვა შეუძლიათ როგორც ბაზრის გახსნამდე, ისე დახურვის შემდეგ.

სავაჭრო საათებია:

  • 12:00–17:30 — ბაზრის გახსნამდე

  • 17:30–00:00 — რეგულარული სავაჭრო საათები

  • 00:00–04:00 — ბაზრის დახურვის შემდეგ

ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხშირად რეგულარული სავაჭრო საათების მიღმაც ქვეყნდება — მათ შორის: კომპანიების კვარტალური შედეგები, ეკონომიკური მონაცემები და კორპორაციული სიახლეები.

დამატებითი სავაჭრო საათები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესაბამისად, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღონ და მომდევნო სავაჭრო დღეს აღარ დაელოდონ.

ახალი ფუნქციონალი — აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გაზრდილი სავაჭრო საათების დამატება — საინვესტიციო პლატფორმის განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია; ფუნქციონალის მიზანია, ინვესტირება უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის.

დამატებითი სავაჭრო საათებით სარგებლობა შესაძლებელია თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმიდან

გაითვალისწინეთ, სავაჭრო საათები მოცემულია თბილისის დროით და შესაძლოა სეზონურად შეიცვალოს.

ეს არ არის ფინანსური რჩევა

11 სექ. 2026