ფინანსური ტექნოლოგიების ევოლუცია დაჩქარებულია და ამ პროცესს წინ კრიპტო მიუძღვის. დღეს, ბაზარზე მილიონობით კრიპტოვალუტაა, რომელთა საერთო ღირებულება $2.5 ტრილიონია. ამასთან, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბლოკჩეინი — კრიპტოს ძირეული ტექნოლოგია, რომლითაც სახელმწიფოები და კორპორაციები ინტერესდებიან.
ყველაფერი ეს ბიტკოინის დამსახურებაა, რომელიც სატოში ნაკამოტომ 2008 წელს შექმნა. ბიტკოინი პირველი წარმატებული დეცენტრალიზებული ციფრული აქტივია, რომელსაც ფინანსურ სამყაროში ხშირად “ციფრულ ოქროს” უწოდებენ.
რატომ ადარებენ ბიტკოინს ოქროს?
ოქროს მთავარი ღირებულება — იშვიათობაა. დედამიწაზე ოქროს მარაგი შეზღუდულია, ხოლო მეტალის მოპოვება რთული და ძვირია, რაც მასზე მოთხოვნას ზრდის. ამიტომაც, ათასწლეულების განმავლობაში, ადამიანები ოქროს ფულის ერთეულად იყენებდნენ.
ოქროს მსგავსად, ბიტკოინიც იშვიათია. ბიტკოინის მაქსიმალური რაოდენობა წინასწარაა განსაზღვრული, ხოლო ქაღალდის ფულისგან განსხვავებით, რომლის დაბეჭდვა, ანუ შექმნა უსასრულოდ შეიძლება, ბიტკოინი ხელოვნურ ჩარევას არ ექვემდებარება.
ბიტკოინის მაქსიმალური რაოდენობა 21 მილიონი მონეტაა. ეს ლიმიტი ქმნის ხელოვნურ დეფიციტს, რომელიც ბიტკოინს, ერთი მხრივ, იშვიათ, მაგრამ, მეორე მხრივ, ინფლაციისგან დაცულ ფინანსურ ინსტრუმენტად აქცევს.
თუ ეკონომიკაში მეტი ფული ტრიალებს და ვალუტის მსყიდველობითი უნარი მცირდება, ბიტკოინი, რომელიც ბუნებით “ღირებულების შემნახველი” აქტივია, გრძელვადიანად, ნებისმიერ ჩვეულებრივ ვალუტაზე სტაბილური უნდა იყოს. ამიტომაც, ბიტკოინი ერთ-ერთი საინტერესო საინვესტიციო აქტივია.
როგორ მუშაობს ბიტკოინი?
ბიტკოინი დეცენტრალიზებული აქტივია, ანუ ის არ იმართება რომელიმე სახელმწიფოს ან კომპანიის მიერ. ბიტკოინი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას ეყრდნობა — გამჭვირვალე და დაცულ მონაცემთა ბაზას, სადაც ინფორმაციის შეცვლა შეუძლებელია. ბიტკოინის ტრანზაქციები საჯაროა, ხოლო დამადასტურებლად ქსელში ჩართული “მაინერები” გვევლინებიან, რომლებიც გაწეული საქმისთვის ფინანსურ სარგებელს იღებენ.
როგორ დააბანდო ფული ბიტკოინში?
ბიტკოინი აღარ ითვლება ექსპერიმენტულ აქტივად. პირიქით, ბიტკოინში ინვესტირებენ არამხოლოდ კრიპტოს მცოდნეები, არამედ მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ფონდები, საჯარო კომპანიები და სახელმწიფოები.
ბოლო წლებში, ბიტკოინში ინვესტირება საფონდო ბირჟიდანაც შეიძლება, აქტივების მმართველი უდიდესი კომპანიების მიერ შექმნილი საინვესტიციო ფონდების, იგივე ETF-ების დახმარებით. თუმცა ფასიანი ქაღალდების გარდა, თიბისის მობაილბანკიდან ინვესტირება შესაძლებელია უშუალოდ ბიტკოინში.
ხშირად, დამწყებ ინვესტორებს ჰგონიათ, რომ ბიტკოინის შესაძენად აუცილებელია ერთი მთლიანი კოინის ყიდვა, რაც არასწორია. სინამდვილეში, თიბისის აპლიკაციაში, ბიტკოინში ინვესტირება $1-დან შეგიძლია, თანაც პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან, შენთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას.
დაიწყე კრიპტოში ინვესტირება, სწრაფად და მარტივად პირდაპირ მობაილბანკში.
გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა…