კრიპტო მათემატიკური ალგორითმებით დაცული ციფრული აქტივია, რომელსაც “ვირტუალურ ფულს” უწოდებენ. ტრადიციული ფულისგან განსხვავებით, რომელსაც სახელმწიფოები ქმნიან, კრიპტოვალუტების დიდი ნაწილი შუამავლების გარეშე მუშაობს. გამოდის, რომ სისტემა ერთ ცენტრალურ ორგანოზე არ არის დამოკიდებული, ხოლო ტრანზაქციების სისწორეზე დეცენტრალიზებული ტექნოლოგიაა პასუხისმგებელი.
გამოდის, რომ კრიპტო არის არამხოლოდ ფულის მიმოცვლის საშუალება, არამედ ნდობის ახალი სისტემა. კრიპტოს საფუძველი ბლოკჩეინია. წარმოიდგინეთ ციფრული რეესტრი ან ჩანაწერების სისტემა, რომლის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ დროს შეუძლია. ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზა ყველა ტრანზაქციას დაცულად ინახავს და მათი გაყალბება ან გადაკეთება შეუძლებელია.
როგორი კრიპტოვალუტები არსებობს?
დღეს ბაზარზე ათასობით ციფრული აქტივი არსებობს, მაგრამ ინვესტორებისთვის სამი კატეგორიის კრიპტო არის მნიშვნელოვანი:
ბიტკოინი — ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტაა, რომლის მთავარი ღირებულება იშვიათობაა. ინვესტორები ბიტკოინს აღიქვამენ არა ყოველდღიური გადახდის საშუალებად, არამედ “ციფრულ ოქროდ”, რომლის დანიშნულება ღირებულების შენახვა და ინფლაციისგან დაცვაა.
ალტკოინები (მაგ.: SOL, ADA, XRP) — ამ ვალუტების მიღმა დგანან პლატფორმები, რომლებზეც დეველოპერები სხვადასხვა აპლიკაციებს, ანუ ახალი თაობის ფინანსურ ინფრასტრუქტურას ქმნიან. თითოეულ პლატფორმას საკუთარი ტოკენი, ანუ ვალუტა აქვს, რომელიც ამ ეკოსისტემაში გამოიყენება.
სტეიბლკოინები (მაგ.: USDT, USDC, EURC) — ეს ვალუტები, რომელთა ფასი ყოველთვის $1-ის (ან €1-ის) ტოლია, ციფრული დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების ფუნქციას ასრულებენ. სტეიბლკოინი, როგორც წესი, ფიზიკური ან ფინანსური აქტივითაა გამყარებული, რაც მის სტაბილურ ფასს განაპირობებს.
როგორ დააბანდო ფული კრიპტოში?
კრიპტოვალუტაში ინვესტირებით, ყიდულობ აქტივს, რომელიც კონკრეტული ქვეყნისგან ან ერთი საბანკო სისტემისგანაა დამოუკიდებელი. ბოლო წლებში, კრიპტო სახელმწიფოების და კორპორაციების საინვესტიციო პორტფელებშიც გამოჩნდა, რადგან ინვესტორები კრიპტოში დივერსიფიკაციის და მომავლის ტექნოლოგიაში ინვესტირების საშუალებას ხედავენ.
თავდაპირველად კრიპტოში ინვესტირება ტექნიკურად რთული იყო, მაგრამ დღეს ეს უმარტივესია. თიბისის მობაილბანკში კრიპტოს შესაძენად დამატებითი რეგისტრაცია აღარ გჭირდება.
კრიპტოში ინვესტირება ისევე მარტივად შეგიძლია, როგორც ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებს ასრულებ. კრიპტოში ინვესტირება შესაძლებელია მცირე თანხიდან და ეტაპობრივად. მთავარია, გადაწყვეტილება ინფორმირებულად მიიღო და გრძელვადიანად იფიქრო.
დაიწყე კრიპტოში ინვესტირება პირდაპირ თიბისის მობაილბანკში – სწრაფად, დაცულად და მარტივად!