Cards

chevron-right-outlined
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

რა არის XRP და რატომ არის განსხვავებული?

11 აგვ. 2026
blog

XRP ციფრული აქტივია, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ ფულის საერთაშორისო გადარიცხვები ისეთივე სწრაფი და მარტივი გახადოს, როგორიც დღეს შეტყობინების გაგზავნაა.

როგორ მუშაობს მისი სისტემა?

XRP-ის მუშაობის პრინციპი არსებითად განსხვავდება ბიტკოინისგან. მის სისტემაში არ არსებობს მაინინგი, ანუ კრიპტოვალუტის მოპოვების რთული და ენერგოტევადი პროცესი. სანაცვლოდ, XRP-ის სისტემა მას ერთ-ერთ ყველაზე ენერგოეფექტურ და მდგრად კრიპტოვალუტად აქცევს ბაზარზე.

XRP იყენებს კონსენსუსის მექანიზმს, სადაც სპეციალური სერვერები ტრანზაქციებს რამდენიმე წამში ადასტურებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქსელი არ ხარჯავს დიდ ელექტროენერგიას და შეუძლია წამში ათასობით ოპერაცია განახორციელოს.

რატომ არის XRP განსხვავებული და უნიკალური?

XRP-ის მთავარი უპირატესობა მისი სიჩქარე და დაბალი საკომისიოა. ტრადიციული SWIFT-ის სისტემისგან განსხვავებით, XRP-ის დახმარებით ქვეყნიდან ქვეყანაში თანხის გადაგზავნას, საათების და დღეების ნაცვლად, მხოლოდ 5 წამი სჭირდება და თან ეს მომსახურება თითქმის უფასოა.

გარდა ამისა, XRP მარტივად ასრულებს დამაკავშირებელი ხიდის როლს სხვადასხვა ვალუტებს შორის. მაგალითად, თუ გსურთ ლარის გადაგზავნა იაპონიაში ისე, რომ ადრესატმა იენი მიიღოს, სისტემას შეუძლია ლარი ჯერ XRP-ად გადააქციოს, წამიერად გადააგზავნოს იაპონიაში და შემდეგ ის იენში გადაცვალოს.

ვინ დგას XRP-ის უკან?

ხშირად ადამიანებს XRP და კომპანია Ripple Labs ერთმანეთში ერევათ, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. Ripple-ი არის კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის პროგრამულ გადაწყვეტებს ბანკებისთვის, ხოლო XRP არის დამოუკიდებელი კრიპტოვალუტა, რომელსაც ეს კომპანია თავის ტრანზაქციებში იყენებს.

Ripple-ის ხელმძღვანელი ბრედ გარლინგჰაუსია, რომელსაც XRP-ის განვითარებაში წვლილი მიუძღვის, თუმცა ის ამ კრიპტოვალუტის მმართველი ან ერთპიროვნული მფლობელი არ არის. XRP-ის რეალური მფლობელები ის ინვესტორები არიან, რომელთაც ეს კრიპტოვალუტა აქვთ შეძენილი.

ვინ იყენებს XRP-ს?

მიუხედავად იმისა, რომ XRP კრიპტოინდუსტრიის ნაწილია და მისი კაპიტალიზაცია $86 მილიარდს აღწევს, ის თავისი ბუნებით უფრო მეტად ინსტიტუციონალური ინსტრუმენტია, რომელიც საბანკო ტრანზაქციების გაუმჯობესებას და ფინანსური კომპანიების მოდერნიზაციას ემსახურება მიზნად.

სწორედ ეს ხდის მას განსხვავებულს: XRP ცდილობს ტრადიციული ფინანსები და ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ერთმანეთთან დააკავშიროს, რაც მას გლობალური ეკონომიკისთვის საინტერესო და პრაქტიკულ აქტივად აქცევს.

XRP-ის და სხვა კრიპტოაქტივების შეძენა თიბისის მობაილბანკით მარტივად და სწრაფად შეგიძლია!

11 აგვ. 2026