იყო დრო, კრიპტო რთულ ტექნოლოგიებთან ასოცირდებოდა და მას უმეტესად ტექნოლოგიური ენთუზიასტები იყენებდნენ. თუმცა დღეს, ყველაფერი შეიცვალა —კრიპტოში ინვესტირება ისეთივე მარტივი გახდა, როგორც კომუნალურების გადახდა ან მეგობრისთვის თანხის გადარიცხვა.
თიბისის მობაილბანკიდან კრიპტოში ინვესტირება $1-დან შეგიძლია, თანაც პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან, შენთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას.
თუ კრიპტოში ინვესტირება გადაწყვიტე, რათა ფინანსური პორტფელი გაამრავალფეროვნო და მომავლის ტექნოლოგია გაიცნო — ეს ბლოგი პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება.
ინვესტირების ოქროს წესები
ნებისმიერ ფინანსურ პროდუქტში ინვესტირებამდე მნიშვნელოვანია საკუთარი კვლევის ჩატარება და რამდენიმე ძირითადი პრინციპის გათვალისწინება, რაც რისკების მართვაში დაგეხმარება:
დაიწყე მცირედით — ხშირად გვსმენია, რომ ინვესტირებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ათასობით ლარით დაიწყებ. ეს მოსაზრება მითია, რადგან კრიპტოში ინვესტირება დაწყება $1-დან შეგიძლია. ინვესტირებისთვის მთავარია არა პირველი ინვესტიციის მოცულობა, არამედ სისტემურობა და ჩვევის ჩამოყალიბება.
იფიქრე გრძელვადიანად — ინვესტირება სწრაფად გამდიდრების სქემა არ არის. პირიქით — ის უფრო მარათონია, ვიდრე სპრინტი. საუკეთესო შედეგი იმ ინვესტორებს აქვთ, რომლებიც ბაზრის მოკლევადიან რყევებს ყურადღებას არ აქცევენ და აქტივებს წლობით ინახავენ.
დივერსიფიკაცია — წარმატებული ინვესტორებისთვის დივერსიფიკაცია უმნიშვნელოვანესი წესია. რისკის დასაბალანსებლად, კრიპტო უნდა აღიქვა, როგორც ფინანსური პორტფელის ერთი ნაწილი, პარალელურად კი ინვესტირება მეტად ტრადიციულ და გამოცდილ ფინანსურ აქტივებში გააგრძელო.
რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება კრიპტოში თიბისი მობაილბანკში?
როგორც წესი, კრიპტოში ინვესტირებას ორი ბარიერი აქვს — უსაფრთხოება და სირთულე. უცხოურ პლატფორმებზე რეგისტრაცია, ვერიფიკაცია და ახალი სისტემის ათვისება, შესაძლოა, დამაბრკოლებელი იყოს. თიბისის მობაილბანკში კი კრიპტოში ინვესტირება მარტივია.
როდისაა საუკეთესო დრო ინვესტირების დასაწყებად?
ბაზრის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, ამიტომაც ინვესტირებისთვის “იდეალური მომენტის” ლოდინი ხშირად არ ამართლებს. ერთ-ერთი ეფექტიანი გზა ეტაპობრივი ინვესტირებაა. ამ სტრატეგიით, გარკვეულ პერიოდში ერთხელ ინვესტირებ, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ბაზარზე იმ დროს.
კრიპტოში ინვესტირება მცირე თანხიდან შეგიძლია. მთავარია, გადაწყვეტილება ინფორმირებულად მიიღო და გრძელვადიანად იფიქრო.
დაიწყე კრიპტოში ინვესტირება პირდაპირ თიბისის მობაილბანკში – სწრაფად, დაცულად და მარტივად!
გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა…