<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

სექტემბრის სიახლეები მობაილბანკში

8 ოქტ. 2026
mobbank september

მობაილბანკი სექტემბერშიც არაერთ სიახლეს გთავაზობს. ახალი და გაუმჯობესებული ფუნქციონალები ყოველდღიური ფინანსური საქმეების კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და მოქნილად მართვაში დაგეხმარება - იქნება ეს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნა, ინვესტირება თუ ტრანზაქციების განაწილება.

მაშინ, როცა ჩვენი ყოველდღიურობა სულ უფრო მეტად ციფრულდება, თიბისის მობაილბანკიც იმ შესაძლებლობებს აერთიანებს, რომლებიც ფინანსების მართვას მარტივ და კომფორტულ გამოცდილებად აქცევს.

საბავშვო ანაბარი - ახლა უკვე ფილიალში მისვლის გარეშე

ბავშვის მომავლისთვის დანაზოგის შექმნა ახლა კიდევ უფრო მარტივია - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლია.

ამისთვის აღარ გჭირდება ფილიალში მისვლა, დროის წინასწარ გამოყოფა ან დამატებითი პროცედურების გავლა. ანაბრის გახსნა შესაძლებელია0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე - ლარში, დოლარში, ევროში ან ფუნტში.

თანხის შეტანის პერიოდულობა და ოდენობაც სრულად შენს სურვილზეა დამოკიდებული - შეგიძლია თანხა მაშინ და იმ ოდენობით შეიტანო, როგორც შენთვის არის მოსახერხებელი.

როგორ გახსნა საბავშვო ანაბარი მობაილბანკიდან?

თუ არასრულწლოვანი შვილი უკვე რეგისტრირებული გყავს მობაილბანკში, შედი საბავშვო სივრცეში და ანაბარს რამდენიმე წამში გახსნი.

თუ ბავშვის სივრცე ჯერ არ გაქვს რეგისტრირებული, პირველ ეტაპზე დაამატე მისი მონაცემები მობაილბანკში; შემდეგ კი, საბავშვო სივრციდან გახსენი ანაბარი.

აქამდე საბავშვო ანაბრის გახსნა მხოლოდ ფილიალში იყო შესაძლებელი და ის ყოველთვიურად მინიმუმ 10 ლარის შენატანსაც ითვალისწინებდა. ახლა კი, პროცესი სრულად ციფრულია და დანაზოგის შექმნას იმ პირობებით შეძლებ, რომლებიც შენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ერგება.

ინვესტირებისთვის კიდევ უფრო მეტი დრო გაქვს

მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე Extended Trading Hours - გაზრდილი სავაჭრო საათები დაემატა, რაც აშშ-ის აქციებით ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომ დროს მნიშვნელოვნად ზრდის.

თუ აქამდე აშშ-ის აქციებით ვაჭრობა მხოლოდ ბაზრის ძირითად სავაჭრო საათებში იყო შესაძლებელი, ახლა ინვესტირება შეგიძლია ბაზრის გახსნამდეც და დახურვის შემდეგაც.

საერთო ჯამში, ვაჭრობა ხელმისაწვდომია 16 საათის განმავლობაში - 12:00-დან 04:00 საათამდე.

ეს ნიშნავს, რომ ინვესტირებისთვის უკვე აღარ არის აუცილებელი ბაზრის ძირითადი სავაჭრო საათების ლოდინი. მაგალითად, თუ კომპანიის ფინანსური შედეგები, მნიშვნელოვანი სიახლე ან ბაზარზე გავლენის მქონე სხვა ინფორმაცია ძირითადი სავაჭრო დროის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა, შესაბამის ცვლილებებზე რეაგირება უკვე იმავე პერიოდში შეგიძლია.

რაც მთავარია, ყველაფერი ისევ მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმიდან არის ხელმისაწვდომი.

ახლა უკვე მეტი ტიპის ტრანზაქციის განაწილება შეგიძლია

მობაილბანკში განაწილების ფუნქციონალიც გაფართოვდა - ახლა, შესაძლებელია ბლოკირებული და უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციების განაწილებაც.

თუ დამტკიცებული გაქვს განაწილების ლიმიტი, ფუნქციონალით სარგებლობა შეგიძლია იმ ტრანზაქციებზე, რომლებიც:

  • შესრულებულია ლარში, დოლარში, ევროში ან ფუნტში;

  • უცხოურ ვალუტაში შესრულების შემთხვევაში, თანხა არ არის შესაბამის ვალუტაში 20 ერთეულზე ნაკლები;

  • უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციის განაწილებისას, თანხა ეროვნულ ვალუტაში კონვერტირდება იმ დღის საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით.

ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით ამარტივებს ხარჯების მართვას, რადგან აქამდე მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში შესრულებული და ბლოკირებული ტრანზაქციების განაწილება მობაილბანკიდან არ შეეძლოთ.

მობაილბანკის განვითარება მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებების გაანალიზებასა და იმ ფუნქციონალების შექმნას ეფუძნება, რომლებიც ფინანსური საქმეების მართვას კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის.

სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ახლდება - ემატება ახალი შესაძლებლობები; არსებული ფუნქციონალები კი, იხვეწება, რათა საბანკო გამოცდილება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენს ყოველდღიურობაზე მორგებული გახდეს.

8 ოქტ. 2026