დღეს, კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, SK Hynix-ის აქციები ამერიკული და გლობალური აუდიტორიისთვის გახდება ხელმისაწვდომი, ტიკერით SKHY. ამ მოვლენას უკვე ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჯარო განთავსებად განიხილავენ, რომლის სავარაუდო ღირებულება $28 მილიარდია.
ფართო საზოგადოებისთვის SK Hynix-ი, შესაძლოა, ნაკლებად იყოს ცნობილი, თუმცა კომპანია გლობალური ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მთავარი საყრდენია. ის მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ბარათებს (HBM) აწარმოებს, რომელთა გარეშე AI ვერ მუშაობს. ამიტომაც, SK Hynix-ის შეფასებამ $1 ტრილიონს მიაღწია.
რატომ ინტერესდებიან ინვესტორები?
NASDAQ-ის ბირჟაზე SK Hynix-ის (SKHY) დებიუტს ინვესტორები განიხილავენ არა მხოლოდ რიგით განთავსებად, არამედ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საინვესტიციო მოვლენად.
დღეს SK Hynix-ზე HBM-ების გლობალური ბაზრის თითქმის 60% მოდის, მის კლიენტებს შორის კი არიან NVIDIA, Microsoft და Google. ბაზრის ლიდერის პოზიცია და ინოვაციური წარმოების ტექნოლოგიები კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობად მიიჩნევა.
ინვესტორების ყურადღების ცენტრშია კომპანიის რეკორდული ფინანსური მაჩვენებლებიც. AI-ჩიპებზე მოთხოვნის ზრდამ კომპანიის შემოსავლები და მოგების მარჟები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა, რაც მომავალი გლობალური გაფართოებისა და ახალი ქარხნების მშენებლობის მთავარი წინაპირობაა.
მაღალი ინტერესის მიუხედავად, კომპანიის მიმართ ინვესტორების მოლოდინები უკვე საკმაოდ მაღალია, ამიტომაც მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ შეძლებს SK Hynix-ი ბაზრის წილის და ფუნდამენტური ფინანსური მაჩვენებლების შენარჩუნებას.
რა რისკებს ხედავენ ინვესტორები?
SK Hynix-ის ლიდერული პოზიციების მიუხედავად, პოტენციური რისკები გონიერმა ინვესტორმა ცივი გონებით უნდა შეაფასოს. პირველ რიგში, ჩიპების ინდუსტრია ციკლურია, ხოლო მოთხოვნა-მიწოდება და შესაბამისად, ფასი პერიოდულად მკვეთრად მერყეობს. ამასთან, კონკურენტები — Samsung-ი და Micron-ი ამ მიმართულებით მილიარდობით დოლარს აინვესტირებენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მარჟების შემცირების რისკს აჩენს. ასევე გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური ფაქტორი, რადგან აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობა და ჩიპების ექსპორტზე არსებული შეზღუდვები, SK Hynix-ის მიწოდების ჯაჭვებზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
როგორ იყიდო SK Hynix-ის აქციები?
SK Hynix (SKHY)-ის აქციების შეძენას თიბისის მობაილბანკში განთავსების დღეს, ანუ 10 ივლისს შეძლებ.
გაითვალისწინე, ბირჟის გახსნის შემდეგ ახალ აქციაზე ჯერ ფასის განსაზღვრის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, შესაძლოა, აქციები გასაყიდად მცირედი დაგვიანებით გამოვიდეს და არა 17:30-ზე, ანუ ვაჭრობის გახსნის მომენტში.