globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

თიბისის TechXplore ჰაკათონი

25 მარ. 2026
blog cover

თიბისი IT აკადემია არის სივრცე, სადაც შესაძლებლობა გაქვს, დაეუფლო თანამედროვე ტექნოლოგიურ უნარებს და ეტაპობრივად მოემზადო რეალური სამუშაო გარემოსთვის. აკადემია არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიით, ის აერთიანებს პრაქტიკას, მენტორების მხარდაჭერასა და რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას, რათა მონაწილეებმა მარტივად და ეფექტურად შეძლონ IT სფეროში დამკვიდრება. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, უკვე მეოთხედ გაიმართა TechXplore ჰაკათონი, რომელმაც წელს კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

ღონისძიებამ 150-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა, მათ შორის იყვნენ სტუდენტები, მენტორები, Agile მწვრთნელები და თიბისი ტექის წარმომადგენლები, რომლებიც ერთიანი მიზნის გარშემო შეიკრიბნენ: შეექმნათ, ესწავლათ, ესწავლებინათ და გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები.

წლევანდელი ჰაკათონი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩეოდა - ღონისძიების პარტნიორი იყო Founders Institute. ორგანიზაციის დირექტორმა, Ivaylo Ivanov-მა, მონაწილეებისთვის ჩაატარა მასტერკლასი თემაზე “5 Steps of Entrepreneurship” და ასევე აქტიურად მონაწილეობდა ღონისძიებაში, როგორც მენტორი და ჟიურის წევრი. მისი ჩართულობა მონაწილეებს დაეხმარა იდეების უფრო ფართოდ დანახვაში, არა მხოლოდ ტექნიკური ნაწილის მხრივ, არამედ იმითაც, თუ რამდენად ღირებული და რეალურად გამოყენებადია ისინი. 

ღონისძიების თემა იყო Digital Banking. დემო დღეზე 14-მა გუნდმა წარადგინა განსხვავებული და ინოვაციური იდეები. თითოეული გუნდი შედგებოდა სხვადასხვა კომპეტენციის მონაწილეებისგან, რომლებსაც პრობლემების გადაწყვეტის უნიკალური ხედვა ჰქონდათ.

პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა სახელწოდებით WinTech: ვახტანგ აროშიძემ, გიორგი ვახტანგიშვილმა, გურამ ხახუტაშვილმა, გიორგი ბაქრაძემ და გიორგი ბურჯალიანმა.

მათი პროექტი ეხება საბანკო გამოცდილების გემიფიკაციას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. მისი მთავარი იდეაა, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური ფინანსური ქცევები გადაიქცეს ინტერაქციულ, სახალისო და მოტივაციურ გამოცდილებად, რაც ზრდის ახალგაზრდა მომხმარებლების ჩართულობას და ინტერესს საბანკო პროდუქტების მიმართ. 

მეორე ადგილი ერგო Pied Piper- ის გუნდს: ანა მკერვალიშვილს, ჩარლზ ჯანჯღავას, რატი ბურდიაშვილს, დანიელ ასატუროვს და ნიკოლოზ რაზმაძეს. ინიციატივას, რომელიც ეხება მოგზაურობის ფინანსურ დაგეგმვას AI-ის დახმარებით. მისი მიზანია მომხმარებელს დაეხმაროს მოგზაურობამდე ბიუჯეტის წინასწარ დაგეგმვაში და მოგზაურობის განმავლობაში ხარჯების უფრო ეფექტურად მართვაში.

TechXplore კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ როცა ადამიანები ერთიანდებიან, აზიარებენ იდეებს და მუშაობენ ერთად, რამდენიმე დღეც კი საკმარისია, რეალურად მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად. 

საბოლოოდ, ორივე პროდუქტი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ტექნოლოგიამ და ინოვაციურმა აზროვნებამ ყოველდღიური ფინანსური გამოცდილება უფრო მარტივი, საინტერესო და მომხმარებელზე მორგებული გახადოს. მსგავსი იდეები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მომავალი ეკუთვნის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრაზე, არამედ მომხმარებლის რეალური საჭიროებების გააზრებაზეა დაფუძნებული. 

25 მარ. 2026