globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

TechXplore 2025 : თიბისი IT აკადემიის ინოვაციური ჰაკათონი სტუდენტებისთვის

1 თებ. 2025
TechXplore (Cover Photo)

თიბისი IT აკადემია განაგრძობს ტექნოლოგიური განათლების განვითარების ხელშეწყობას და ქმნის გარემოს, სადაც თეორიული ცოდნა რეალურ, ინოვაციურ პროდუქტებად გარდაიქმნება. სწორედ ამ მიზნით, “TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის მხარდაჭერით, გაიმართა ოთხდღიანი მასშტაბური ტექ-ღონისძიება TechXplore 2025. პროექტმა 150-მდე მოტივირებული სტუდენტი გააერთიანა, რომლებიც მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობდნენ. მათ გვერდით იყვნენ 30-ზე მეტი ტექ. ინდუსტრიის წამყვანი მენტორი, Agile ქოუჩები, ასევე თიბისისა და „Space International”-ის ტექლიდები. მონაწილეების ამოცანა იყო შეექმნათ მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები FinTech-ის, ინოვაციური ბანკინგისა და ESG (გარემოს დაცვა, სოციალური პასუხისმგებლობა, მმართველობა) მიმართულებებით. TechXplore 2025 განსაკუთრებულად გამოირჩეოდა Design Institute-თან თანამშრომლობის კომპონენტით. კილიან პულმანსის მიერ ჩატარებულმა დიზაინ აზროვნების (Design Thinking) ვორქშოფმა სტუდენტებს საშუალება მისცა, პრობლემების გადაჭრისას აქცენტი მომხმარებლის რეალურ საჭიროებებსა და ღირებულების შექმნაზე გაეკეთებინათ. ოთხდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, დასკვნით დღეს გუნდებმა საკუთარი პროდუქტები წარადგინეს:

  • I ადგილი – KMsure: ჭკვიანი ავტოდაზღვევის ციფრული გადაწყვეტა, რომელიც მონაცემთა უსაფრთხოებისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს.

  • II ადგილი – ScanPay: ინოვაციური სისტემა, რომელიც მომხმარებლებს თანხის სინქრონულად გაყოფისა და გადახდის შესაძლებლობას აძლევს.

  • ESG მიმართულების რჩეული – Effortless Minds: ფინანსური მთვლელი და მწვანე ქულების სისტემა, რომელიც მომხმარებელს ეხმარება ხარჯების კონტროლსა და ეკომეგობრულ არჩევანის წახალისებაში.

  • ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი – AI IA: ინკლუზიური ონლაინ ბანკინგის აპლიკაცია.

გამარჯვებულებს გადაეცათ 15,000 ლარის ღირებულების აქციები ისეთი გლობალური გიგანტებისგან, როგორებიცაა Microsoft და NVIDIA, ასევე სპეციალური პრიზები თიბისი ტექისა და პარტნიორებისგან. TechXplore 2025 პროექტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თიბისის როლი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებაში. მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ ავითარებს ახალგაზრდების პრაქტიკულ უნარებს, არამედ ქმნის საფუძველს სამომავალო ინოვაციური იდეებისა და პროდუქტების შექმნისთვის.

1 თებ. 2025