Cards

chevron-right-outlined
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ინვესტირება GTA 6-ის მოლოდინში

24 ივლ. 2026
NEWS 3

გეიმინგ ინდუსტრია ისტორიული მოვლენის მოლოდინშია, რადგან 19 ნოემბერს ათწლეულის ყველაზე ამბიციური ვიდეოთამაში Grand Theft Auto VI (GTA 6) გამოვა. საინვესტიციო პერსპექტივიდან, ეს ინდუსტრიისთვის საკმაოდ მძლავრი კატალიზატორი იქნება, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოთამაშების ბაზარზე მომხმარებლებისა და ინვესტორების მაღალ აქტივობას გამოიწვევს. უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზით, GTA 6-ის წყალობით, მისი დეველოპერული კომპანია – Take-Two Interactive Software წლიურად 18%-ით გაიზრდება.

ამასთან, ინდუსტრიის არსებული ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ექსპერტების შეფასებით, ბაზრის საერთო შეფასება 2030 წლამდე რეკორდულ $745 მილიარდს მიაღწევს, რაც წლიურად საშუალოდ 13%-იან ზრდას ნიშნავს. ამ ტენდენციით სარგებლის მიღება კი თიბისის საინვესტიციო პლატფორმის მეშვეობით მარტივად არის შესაძლებელი.

ვინ მიიღებს ყველაზე დიდ სარგებელს?

მართალია ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში კონკურენცია მაღალია, თუმცა GTA 6-ის მოლოდინი მთელ ინდუსტრიაზე პოზიტიურად აისახება, თუმცა ამ მოვლენით განსაკუთრებულ სარგებელს შემდეგი კომპანიები მიიღებენ:

Take-Two Interactive: ბუნებრივია, Rockstar Games-ის მშობელი კომპანია მოვლენების ეპიცენტრშია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ GTA 5-მა კომპანიას $10 მილიარდის შემოსავალი მოუტანა, სავარაუდოა, რომ ახალი თამაში კომპანიის გრძელვადიანი შემოსავლების ზრდას და ახალი რეკორდების დამყარებასაც მოახერხებს. Bank of America-ს, Wells Fargo-სა და სხვა ორგანიზაციების საშუალო მოლოდინით, ერთ წელიწადში TTWO-ს აქციები დაახლოებით 18%-ით გაიზრდება.

Sony და Microsoft: GTA 6-ის გამოსვლის ფონზე, სათამაშო კონსოლების მწარმოებლები გაყიდვების ნამდვილი ბუმისთვის ემზადებიან, რადგან თამაში თავდაპირველად მხოლოდ PlayStation-სა და Xbox-ზე იქნება ხელმისაწვდომი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Microsoft-ის პორტფელშია Activision Blizzard-ი, რომელიც ისეთ საკულტო თამაშებს ფლობს, როგორებიცაა: Call of Duty, Warcraft, Diablo, Overwatch და Candy Crush. ამასთან, როდესაც თამაში PC-ზე გახდება ხელმისაწვდომი, მომხმარებლებს სწორედ Microsoft Windows-ის გამოყენება მოუწევთ, რაც კომპანიისათვის დამატებით სტიმულს წარმოადგენს. რაც შეეხება საპროგნოზო მოლოდინებს, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებით, Sony ერთ წელიწადში, სავარაუდოდ, 36%-ით გაიზრდება, ხოლო Microsoft-ს 48%-იანი მატება ექნება.

კომპონენტების მწარმოებლები

გეიმინგ ინდუსტრიის განვითარებით მხოლოდ პროგრამული დეველოპერები და კონსოლების მწარმოებლები არ იხეირებენ, რადგან ვიდეოთამაშებზე გაზრდილი მოთხოვნა აუცილებლად აისახება პროცესორებისა და გრაფიკული ბარათების მწარმოებელი კომპანიების გაყიდვებზეც.

AMD: სათამაშო კონსოლებზე გაზრდილი მოთხოვნა აუცილებლად გამოიწევს AMD-ის შემოსავლების ზრდას, რადგან ის PS5-ისა და Xbox-ის ძირითადი კომპონენტების, კერძოდ, CPU-ებისა და GPU-ების მწარმოებელია. გარდა ამისა, ის გეიმინგ PC-ების ბაზარზეც დომინანტი მოთამაშეა, რაც AMD-ს ახალი GTA-ს გამოსვლის უმთავრეს ბენეფიციარად აქცევს. AI-ბუმის და GTA 6-ის გამოსვლის ფონზე, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები AMD-ის აქციების 24%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

NVIDIA: არ უნდა გამოგვრჩეს გრაფიკული ბარათების ბაზრის უდავო ლიდერიც, რომელსაც GTA 6-ის PC-ზე გამოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ, რეკორდული შეკვეთები ექნება. ანალიტიკოსების პროგნოზით, მომდევნო ერთ წელიწადში NVIDIA-ს აქციები დაახლოებით 48%-ით გაიზრდება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გეიმინგ ინდუსტრია შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისად, მათ ფინანსურ შედეგებზე GTA 6-ის გავლენა შედარებით შეზღუდული იქნება.

დივერსიფიკაცია და ალტერნატიული გზები

პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, გეიმინგ სექტორი მაღალი მერყეობით ხასიათდება და აქ ინვესტირება გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს. თუ რისკების შემცირება გსურს და ფსონის ერთ კომპანიაზე დადება არ გინდა, თიბისის მობაილბანკში ხელმისაწვდომია გეიმინგ ფონდები, მათ შორის:

VanEck Video Gaming and eSports ETF (ESPO)

Global X Video Games & Esports ETF (HERO)

ეს ფონდები ინვესტიციას ერთდროულად ათობით მოწინავე კომპანიაში ანაწილებენ, რომელთა შორისაა: TAKE-TWO, Netease, Roblox, Tencent, Nintendo, Electronic Arts, Unity, Bandai Namco, CD Projekt, Kingsoft, Ncsoft, Pearl Abyss, SEGA და UBISOFT.

აღმოაჩინე გეიმინგ ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები და ფონდები პირდაპირ თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე. თუ ჯერ არ გაქვს, გახსენი საინვესტიციო ანგარიში უფასოდ და დაიწყე ინვესტირება თუნდაც $1-დან

გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა

24 ივლ. 2026