თიბისის მობაილბანკი ყოველთვიურად ახალ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს გთავაზობს, რომლებიც ყოველდღიურ ფინანსურ საქმეებს კიდევ უფრო მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს ხდის.
აგვისტოში რამდენიმე საინტერესო სიახლე დაგხვდება - მათ შორის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება, ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის დისტანციურად გააქტიურება და ავტომფლობელებისთვის განახლებული „ავტოკომფორტი“.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე მობაილბანკიდან
თუ ინვესტირებით ხარ დაკავებული ან ახლა ფიქრობ დაწყებას, მობაილბანკში ახალი შესაძლებლობა დაგხვდება - საინვესტიციო პლატფორმას ლონდონის საფონდო ბირჟა (LSE) დაემატა.
ეს ნიშნავს, რომ უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლია შეიძინო ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საერთაშორისო და ქართული კომპანიების აქციები, მათ შორისTBC PLC-ის აქციებიც.
ინვესტირების დაწყება კი, სულ რაღაც£1-დან შეგიძლია და ამისთვის დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვა, ცალკე პლატფორმაზე რეგისტრაცია ან ახალი საინვესტიციო გარემოს ათვისება აღარ დაგჭირდება.
ანუ შენი ყოველდღიური ფინანსები და ინვესტიციები ახლა კიდევ უფრო მარტივად, ერთ სივრცეშია.
ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის გააქტიურება
მობაილბანკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვის, ვისაც ვადიანი ანაბარი აქვს.
ახლა, ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის გააქტიურება პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლია - დამატებითი შემოსავლების შესწავლისა და ფილიალში მისვლისა თუ ქოლ-ცენტრში დარეკვის საჭიროების გარეშე.
შესაძლებლობა მობაილბანკში რამდენიმე ადგილას დაგხვდება: პროდუქტების აქტივაციაში, სესხების ჩანართში და ანაბრის დარღვევის პროცესშიც.
საჭირო თანხა გაქვს, მაგრამ ანაბრის ვადამდე დარღვევა არ გინდა? ამ შემთხვევაში, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი გაიაქტიურო.
ნაკლები პროცესი, ნაკლები ლოდინი და ყველაფერი - მობაილბანკიდან.
„ავტოკომფორტი“ - კიდევ უფრო კომფორტული გზა ავტომფლობელებისთვის
თუ მანქანა გყავს, მობაილბანკის განახლებული„ავტოკომფორტი“ ყოველდღიურ საქმეებს კიდევ უფრო გაგიმარტივებს.
„ავტოკომფორტი“ ავტომფლობელებისთვის შექმნილი ერთიანი ციფრული ჰაბია, სადაც მანქანასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეს ერთ სივრცეში მოაგვარებ.
მაგალითად, შეგიძლია:
მიიღო მყისიერი შეტყობინება ჯარიმის შესახებ;
გადაიხადო ჯარიმა0% საკომისიოთი;
მარტივად შეავსო პარკირების ბალანსი;
ნახო ჯარიმების დეტალები და სტატუსი;
ისარგებლო სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით პარტნიორებისგან.
და კიდევ ერთი კარგი ამბავი - „ავტოკომფორტის“ გამოცდა3 თვის განმავლობაში უფასოდ შეგიძლია.
მობაილბანკი ყოველდღიურად შენს ცხოვრებას ეწყობა
ინვესტირება, სესხის გააქტიურება, ავტომობილთან დაკავშირებული ყოველდღიური საქმეები - მობაილბანკში სულ უფრო მეტი შესაძლებლობა იყრის თავს, რათა საჭირო ფინანსური სერვისები ერთ სივრცეში, მარტივად და სწრაფად მიიღო.
ამიტომ, არ გამოგრჩეს მობაილბანკის ყოველთვიური განახლებები - ახალი ფუნქციონალები სწორედ იმისთვის იქმნება, რომ შენთვის ყოველდღიური საქმეები კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს.