თუ ჯერ კიდევ ეძებ მიმართულებას, რომელიც შენს ინტერესებს, უნარებსა და მომავალ მიზნებს ყველაზე კარგად ერგება, თიბისი კამპუსი სწორედ ის სივრცეა, სადაც შეგიძლია სხვადასხვა თანამედროვე პროფესია პრაქტიკულად გამოსცადო.
თიბისი კამპუსი 18-24 წლის სტუდენტებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ შეისწავლონ თანამედროვე პროფესიები.
წელს კამპუსი ახალი ფორმატით ბრუნდება. თუ შენი ინტერესები მუდმივად იცვლება, ბევრი რამის სწავლა გინდა ერთდროულად და ჯერ ბოლომდე არ იცი, რომელი მიმართულებაა შენთვის ყველაზე საინტერესო, თიბისი კამპუსი გაძლევს შესაძლებლობას, წლის განმავლობაში თავი სხვადასხვანაირად გამოსცადო და საკუთარი პორტფოლიო შექმნა.
თიბისი კამპუსში სტუდენტებს 4 მოდულზე შეუძლიათ რეგისტრაცია: მარკეტინგი, ტექნოლოგიები & Data, ბიზნესი და პროდუქტი. ახლა კი ის დროა, ბიზნესის მოდულს შემოუერთდე და შენი უნარები სწორედ ამ მხრივ განავითარო.
ბიზნესის მოდულში უკვე ორი კურსი გელოდება: „მეწარმეობა და ბიზნეს დაგეგმარება“ და „საინვესტიციო ფინანსები“. კურსებს გაუძღვებიან სფეროს პროფესიონალები და ექსპერტები, რომელთა ცოდნასა და გამოცდილებასაც თიბისი კამპუსი შენთვის ხელმისაწვდომს ხდის.
აქ ისწავლი, როგორ აქციო იდეა რეალურ ბიზნესად. გაეცნობი მეწარმეობისა და ბიზნესის დაგეგმარების ძირითად პრინციპებს, გაიგებ, როგორ უნდა შეაფასო შესაძლებლობა, დაგეგმო პირველი ნაბიჯები და შექმნა ისეთი საფუძველი, რომელიც იდეის განვითარებაში დაგეხმარება.
ბიზნესის მოდულზე რეგისტრაცია 6 მაისის ჩათვლით შეგიძლია - აირჩიე სასურველი კურსი, დარეგისტრირდი და შექმენი განათლებით შენი ამბავი თიბისი კამპუსთან ერთად.
გვჯერა, რომ ბევრი შრომით შეძლებ, შენში არსებული უნარები სუპერძალად აქციო. მით უფრო მაშინ, როდესაც სულ მალე თიბისი კამპუსში პროდუქტის მოდულიც გელოდება.