შენ იცი, მთავარია გჯეროდეს

1110-400

Ბოლო ზარი ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისია. ეს პირველი დიდი ნაბიჯია, რომელსაც ზრდასრული ცხოვრებისკენ ვდგამთ და ამ თითქოს გააზრებული, თუმცა მაინც უეცარი ცვლილების დროს, ჩვენში ბევრი სხვადასხვა ემოცია ერთდროულად იკავებს ადგილს: სიხარული, შიში, აღტაცება, დაბნეულობა, ცნობისმოყვარეობა და სურვილი, ვიცოდეთ რა გველოდება წინ - ქაოსურად ენაცვლება ერთმანეთს. Ჰოდა, სწორედ მსგავსად გარდამტეხი მომენტების დროს, ყოველთვის, როცა ეჭვები გაჩნდება, გახსოვდეს, რომ შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

Სწორედ ამ იდეის ირგვლივ, გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციით, შევქმენით ბოლო ზარის ლიმიტირებული რაოდენობის პერანგი, რომლის მისაღება, რეგისტრაციის შემდეგ, შეგიძლია, თიბისის შენ მიერ შერჩეული ფილიალიდან.

Რეგისტრაცია

  • ამჟამად, იყო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე;

  • დარეგისტრირდე ბმულზე.

  • Რეგისტრაციის შემდეგ, დაელოდო დასტურის SMS-ს თიბისისგან 24 საათის განმავლობაში;

  • SMS-ის მიღების შემდეგ, პერანგის ასაღებად, მაქსიმუმ ორი სამუშაო დღის განმავლობაში, მიაკითხო თიბისის იმ ფილიალს, რომელიც რეგისტრაციისას შეარჩიე.

  • თუ, რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში დასტურის SMS არ მიგიღია, ეს ნიშნავს, რომ პერანგების მარაგი ან სრულად, ან შენ მიერ მითითებულ ფილიალში ამოიწურა.

პერანგის აღება

  • თუ, 2007 წელს დაიბადე და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ხარ, ფილიალში ვიზიტისას, აუცილებლად უნდა წარმოადგინო შენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მასში მითითებული მონაცემები უნდა ემთხვეოდეს რეგისტრაციისას დაფიქსირებულს;

  • Ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კი, თუ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ხარ, პერანგის მისაღებად, პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად, უნდა წარმოადგინო ოფიციალური ცნობა სკოლიდან, რომ დამამთავრებელ კლასში ირიცხები.

ფილიალები, საიდანაც პერანგის გატანა შეგიძლია

Პერანგის მისაღებად, რეგისტრაციისას უნდა მონიშნო ის რეგიონი და ფილიალი, საიდანაც პერანგის გატანას შეძლებ. Ხელმისაწვდომი რეგიონებისა და ფილიალების ჩამონათვალი შემდეგია:

  • თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი #49

  • თბილისი, წერეთლის გამზირი 73ა

  • თბილისი, ჯავახეთის ქუჩა, მეტროსადგური „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია

  • ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი #2

  • ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა #37ა

  • ზუგდიდი, გამსახურდიას გამზირი #34

  • ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა #57

  • თელავი, ალაზნის გამზირი #29

  • გურჯაანი, თავისუფლების ქუჩა #81

  • ლაგოდეხი, კოსტავას ქუჩა #15

  • გორი, ჭავჭავაძის გამზირი #14

  • ახალციხე, პ.ნათენაძის ქუჩა #2

  • Ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა #110

  • Ბორჯომი, რუსთაველის მოედანი #1

გაითვალისწინე, რომ რაოდენობა შეზღუდულია და Პერანგის მიღებას შეძლებს ის, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.