გამარჯობა, გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა (განხორციელდა დაზუსტება) თქვენსა და თიბისი ბანკს შორის გაფორმებულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში/ებში.
ცვლილების თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულებაში პუნქტი - „საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება", შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1. ხელშეკრულება, რის თანახმადაც, საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობა ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე:
„კლიენტი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ კრედიტის ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს (ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული) წინამდებარე კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელება.
ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მოთხოვნით, ზემოაღნიშნული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას არაუმეტეს ''ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების'' დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით (შემდგომში ''ბრძანება'') განსაზღვრული შესაბამისი ტიპის სესხისთვის / საკრედიტო პროდუქტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით, რომლის ათვლა განხორციელდება სესხის გაცემის მომენტიდან. კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ბანკი იხელმძღვანელებს წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოქმედი ბრძანებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვად(ებ)ით. ამასთან, თუ ბანკის საკრედიტო პოლიტიკით გათვალისწინებული კლიენტის ასაკობრივი შეზღუდვის გამო (70 წელი ყველა საკრედიტო პროდუქტისთვის, 75 წელი - სწრაფი განვადების პროდუქტისთვის) არ არის შესაძლებელი კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება ბრძანებით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით, ასეთ შემთხვევაში, ბანკი მოახდენს კლიენტთან გაფორმებული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას ბანკში არსებული საკრედიტო პოლიტიკის პირობების (ვადის) შესაბამისად, რა ვადაზეც დათვლილი იქნა ბრძანებით გათვალისწინებული სესხის მომსახურების კოეფიციენტი სესხის გაცემის დროს.
2. ხელშეკრულება, რის თანახმადაც, საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობა ვრცელდება როგორც კონკრეტულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე, ასევე ამავე კონკრეტულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, კლიენტის სხვა, მიმდინარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებ(ებ)ზე:
„კლიენტი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ კრედიტის ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს (ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული) წინამდებარე კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელება.
კლიენტი უფლებამოსილია, ქვემოთ მითითებული საბანკო კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს მისი/მათი მოქმედების ვადის გაგრძელება:
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება/ები: ------------- (შენიშვნა: შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ნომრები, რომელთა ვადის გაგრძელებაა შესაძლებელი, გთხოვთ, იხილოთ უშუალოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში).
ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მოთხოვნით, ზემოაღნიშნული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას არაუმეტეს ''ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების'' დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით (შემდგომში ''ბრძანება'') განსაზღვრული შესაბამისი ტიპის სესხისთვის / საკრედიტო პროდუქტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით, რომლის ათვლა განხორციელდება სესხის გაცემის მომენტიდან. კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ბანკი იხელმძღვანელებს წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოქმედი ბრძანებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვად(ებ)ით. ამასთან, თუ ბანკის საკრედიტო პოლიტიკით გათვალისწინებული კლიენტის ასაკობრივი შეზღუდვის გამო (70 წელი ყველა საკრედიტო პროდუქტისთვის, 75 წელი - სწრაფი განვადების პროდუქტისთვის) არ არის შესაძლებელი კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება ბრძანებით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით, ასეთ შემთხვევაში, ბანკი მოახდენს კლიენტთან გაფორმებული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას ბანკში არსებული საკრედიტო პოლიტიკის პირობების (ვადის) შესაბამისად, რა ვადაზეც დათვლილი იქნა ბრძანებით გათვალისწინებული სესხის მომსახურების კოეფიციენტი სესხის გაცემის დროს.
3. ხელშეკრულება, რის თანახმადაც, საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობა ვრცელდება მხოლოდ კონკრეტული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კლიენტის სხვა, მიმდინარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებ(ებ)ზე:
„კლიენტი უფლებამოსილია, ქვემოთ მითითებული საბანკო კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს მისი/მათი მოქმედების ვადის გაგრძელება:
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება/ები: ------------- (შენიშვნა: შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ნომრები, რომელთა ვადის გაგრძელებაა შესაძლებელი, გთხოვთ, იხილოთ უშუალოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში).
ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მოთხოვნით, ზემოაღნიშნული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას არაუმეტეს ''ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების'' დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით (შემდგომში ''ბრძანება'') განსაზღვრული შესაბამისი ტიპის სესხისთვის / საკრედიტო პროდუქტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით, რომლის ათვლა განხორციელდება სესხის გაცემის მომენტიდან. კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ბანკი იხელმძღვანელებს წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოქმედი ბრძანებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვად(ებ)ით. ამასთან, თუ ბანკის საკრედიტო პოლიტიკით გათვალისწინებული კლიენტის ასაკობრივი შეზღუდვის გამო (70 წელი ყველა საკრედიტო პროდუქტისთვის, 75 წელი - სწრაფი განვადების პროდუქტისთვის) არ არის შესაძლებელი კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება ბრძანებით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით, ასეთ შემთხვევაში, ბანკი მოახდენს კლიენტთან გაფორმებული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას ბანკში არსებული საკრედიტო პოლიტიკის პირობების (ვადის) შესაბამისად, რა ვადაზეც დათვლილი იქნა ბრძანებით გათვალისწინებული სესხის მომსახურების კოეფიციენტი სესხის გაცემის დროს.
ცვლილება შეეხება შემდეგი ტიპის საკრედიტო პროდუქტებს (შესაბამის ხელშეკრულებებს):
იპოთეკური სესხი
უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი
ავტოგანვადება
მარტივი ავტო სესხი
სწრაფი სამომხმარებლო სესხი
ონლაინ სამომხმარებლო სესხი
სწრაფი განვადება
საკრედიტო ბარათი
ოვერდრაფტი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართეთ „თიბისი ბანკი"-ს საინფორმაციო ცენტრს
+(995 32) 227 27 27