2026 წლის 15 აპრილიდან საერთაშორისო არხებში სადებეტო ბარათით ეროვნულ ვალუტაში (GEL) გადახდისას, საკომისიო განისაზღვრება ტრანზაქციის თანხის 1.5%-ით (მაქსიმუმ 10 ლარით).
საკომისიო გავრცელდება მხოლოდ იმ ტრანზაქციებზე, როდესაც მომხმარებელი, საერთაშორისო ელექტრონული კომერციით ან/და პოს-ტერმინალზე სადებეტო ბარათით გადახდისას, ანგარიშსწორების ვალუტად აირჩევს ეროვნულ ვალუტას - ლარს (GEL) და არ გავრცელდება უცხოურ ვალუტებში (USD, EUR, GBP და ა.შ.) შესრულებულ გადახდებზე
საკომისიო გავრცელდება ნებისმიერი ტიპის სადებეტო ბარათით გადახდისას (როგორც ფიზიკური პირის (მათ შორის მოსწავლის ბარათით), ისე ბიზნეს ბარათით).
მაგალითად:
მომხმარებელს სურს უცხოური სავაჭრო/მომსახურების ობიექტებისგან ნივთის/მომსახურების შეძენა, რომლის ღირებულებაა 60 EUR. ამავდროულად, ხსენებული ობიექტი, მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას, გადახდის ვალუტად აირჩიოს ეროვნული ვალუტა - ლარი და ასეთ შემთხვევაში ნივთის/მომსახურების ღირებულებად განსაზღვრულია 192 ლარი.
მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების ვალუტად ევროს არჩევის შემთხვევაში, ტრანზაქციის თანხის ოდენობა იქნება 60 EUR, ხოლო ეროვნული ვალუტის (GEL) არჩევისას, ტრანზაქციის თანხას (ობიექტის მიერ განსაზღვრულ ღირებულებას - 192 ლარს) დაემატება საკომისიო, ტრანზაქციის თანხის 1.5%-ის ოდენობით (192 ლარი +192X1.5% ლარი) და ტრანზაქციის სრული თანხა განისაზღვრება 194.88 ლარით.
საკომისიო არ გავრცელდება 5 ლარზე ნაკლები ოდენობის ტრანზაქციებზე.
საკომისიო არ გავრცელდება ადგილობრივ გადახდებზე (Wolt, Glovo, Bolt და ა.შ).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გადახდის პროცესში მომხმარებლისთვის თვალსაჩინო იქნება მხოლოდ ტრანზაქციის თანხა, საკომისიოს გარეშე. შესაბამისი საკომისიო ჩამოიჭრება ტრანზაქციისგან დამოუკიდებლად.
ამასთან, უცხოური სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე ტრანზაქციის თანხის დაბრუნების (რეფანდის) შემთხვევაში, მომხმარებელს საკომისიო არ დაუბრუნდება.