2026 წლის 15 აპრილიდან ახალ თიბისი ბარათზე დაგროვების სისტემა განახლდება. თუ თიბისის სხვადასხვა საბანკო პროდუქტით სარგებლობ, უფრო მეტის დაგროვებას შეძლებ.
ახალი პირობების მიხედვით, თიბისის პოს ტერმინალსა და თიბისის ელექტრონულ კომერციაში, ახალი თიბისი ბარათის მეშვეობით შესრულებულ გადახდაზე დაიბრუნებ გადახდილი თანხის 0.2%; 0.3% ან 0.5%-ს, ქვემოთ მოცემული დაგროვების სისტემის შესაბამისად.
დაგროვების პროცენტის განსაზღვრის პირობები
დაგროვების შესაბამისი პროცენტი დაგერიცხება, დამატებითი საბანკო პროდუქტებით/მომსახურებებით სარგებლობის მიხედვით;
დამატებით პროდუქტად/მომსახურებად განისაზღვრება
- ნაშთი ვადიან ანაბრებზე: ვადიან ანაბრებზე (ჩემი მიზანი, ვადიანი ანაბარი, სადეპოზიტო სერთიფიკატი) ჯამური ნაშთი სულ მცირე 500 ლარი ან ეკვივალენტი ეროვნული ბანკის კურსით უცხოურ ვალუტაში;
- ჩარიცხვები ანგარიშზე*: საბარათე ანგარიშებზე ჯამურად თვეში მინიმუმ 500 ლარი ან ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში;
- საკრედიტო პროდუქტები: სამომხმარებლო სესხი, სწრაფი სამომხმარებლო სესხი, უზრუნველყოფილი სესხი, ავტო სესხი, ოვერდრაფტი, ერთგული საკრედიტო ბარათი, განვადება, ნებისმიერი ტიპის განაწილება.
*ანგარიშზე ჩარიცხვებში არ იქნება გათვალისწინებული:
ანაბრის თანხის ჩარიცხვა;
ანაბარზე დარიცხული სარგებლის ჩარიცხვა
სესხის თანხის ჩარიცხვა
აზარტული თამაშების პროვაიდერებისგან ანგარიშზე თანხის გადმოტანის ოპერაციები
თიბისიში მომხმარებლის ანგარიშებს შორის გადარიცხვა/ჩარიცხვები.
უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ჩარიცხვების შემთხვევაში, ეკვივალენტის დაანგარიშება მოხდება ჩარიცხვის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით;
Როგორ განისაზღვრება დაგროვების** პროცენტი?
0.2% - დაიბრუნებს ყველა, ვინც სარგებლობს ახალი თიბისი ბარათით.
0.3% - დაიბრუნებს ის, ვინც ახალი თიბისი ბარათთან ერთად აკმაყოფილებს ნებისმიერ 1 კომპონენტს (ანაბარი / ჩარიცხვები / საკრედიტო პროდუქტი).
0.5% - დაიბრუნებს ის, ვინც ახალი თიბისი ბარათთან ერთად აკმაყოფილებს ნებისმიერ 2 კომპონენტს.
** ახალი თიბისი ბარათით დაგროვების პროცენტი დაგერიცხება თიბისის პოს ტერმინალსა და თიბისის ელექტრონულ კომერციაში შესრულებულ გადახდებზე, გარდა შემდეგი გამონაკლისებისა: აზარტული თამაშები - MCC code: 7995 ; სახელმწიფო სერვისები - MCC code: 8651, 9402, 9399, 9311 ; ფინანსური ოპერაციები - MCC code: 6012, 6538, 6536, 6051, 6010; კომუნალური გადახდები - MCC code: 4818, 4900; ტრანსპორტში გადახდები - MCC code: 4111,4131; სხვა სახის ოპერაციები - MCC code: 6221, 7393, 5085, 7338, 5962, 8661, 9331, 4814, 6211, 6300.
დაგროვების პროცენტის ზრდა
დაგროვების პროცენტი გაიზრდება მომენტალურად, როგორც კი დაკმაყოფილდება დაგროვების პროცენტის განმსაზღვრელი შესაბამისი პირობა.
დაგროვების პროცენტის შემცირება
პროცენტი შემცირდება, თუ დაგროვების პროცენტის განმსაზღვრელი პირობებიდან თუნდაც ერთი აღარ დაკმაყოფილდება. შემცირება მოხდება მომდევნო თვის პირველ რიცხვში, მიუხედავად იმისა, კომპონენტი როდის გაუქმდება.
დაგროვების პროცენტის გადამოწმება
15 აპრილიდან მობაილბანკში იქნება შესაძლებელი მიმდინარე დაგროვების პროცენტის შესახებ ინფორმაციის მიღება.
დაგროვების სისტემის განახლების თარიღში, 2026 წლის 15 აპრილს, მომხმარებელს შესაბამისი დაგროვების პროცენტი განესაზღვრება:
- 0.2%-ით, თუ აღნიშნულ თარიღში ექნება მხოლოდ აქტიური ახალი თიბისი ბარათი და არცერთი სხვა დამატებითი პროდუქტი/მომსახურება;
- 0.3%-ით, თუ აღნიშნულ თარიღში, აქტიურ ახალ თიბისი ბარათთან ერთად, გააქტიურებული ექნება ზემოხსენებული საკრედიტო პროდუქტებიდან ნებისმიერი ერთი პროდუქტი, ან დაკმაყოფილებული ექნება ვადიან ანაბრებზე მინიმალური ნაშთის ან ანგარიშებზე ჩარიცხვების ზემოთ აღწერილი კომპონენტებით განსაზღვრული მოთხოვნა;
- 0.5%-ით, თუ ხსენებულ თარიღში, აქტიურ ახალ თიბისი ბარათთან ერთად, მომხმარებელი აკმაყოფილებს ზემოხსენებული კომპონენტებიდან (გააქტიურებული ექნება ზემოხსენებული საკრედიტო პროდუქტებიდან ნებისმიერი პროდუქტი, დაკმაყოფილებული ექნება ვადიან ანაბრებზე მინიმალური ნაშთის ან ანგარიშებზე ჩარიცხვების ზემოთ აღწერილი კომპონენტებით განსაზღვრული მოთხოვნა) დააკმაყოფილებს ნებისმიერ ორს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
აღნიშნული ცვლილებები ვრცელდება მხოლოდ ახალ თიბისი ბარათზე.
ცვლილება არ ვრცელდება:
ახალ თიბისი კონცეპტ ბარათზე;
ახალ თიბისი კონცეპტ 360 ბარათზე;
ერთგულ საკრედიტო ბარათზე;
24 წლამდე მომხმარებლებზე.
ერთგულ ყულაბაში თანხის დაგროვება
2026 წლის 15 აპრილიდან, ერთგულ ყულაბაში თანხა დაგროვდება მხოლოდ იმ საბარათე გადახდებზე, რომლებიც შესრულდება თიბისის POS ტერმინალზე ან თიბისის ელექტრონულ კომერციაში.
კატეგორიის არჩევის ფუნქციონალის განახლება
2026 წლის 15 აპრილიდან მობაილბანკში ასევე შეიცვლება კატეგორიის არჩევის ფუნქციონალი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, დააგროვო მეტი შემდეგ კატეგორიებში: სურსათი, ფარმაცია, საწვავი.
ცვლილების მიხედვით:
თანხის დაბრუნებას შეძლებ იმ შემთხვევაში, თუ დაგროვების მომენტისთვის შესაბამის კატეგორიაში ჩართული იქნებიან პარტნიორი კომპანიები და თითოეული კატეგორიის ფარგლებში, აირჩევ/გაიაქტიურებ კონკრეტული პარტნიორი კომპანიის შეთავაზებას.