MS ბილდერი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და სწრაფად იმკვიდრებს თავის ადგილს სამშენებლო სექტორში.
ამ ეტაპზე თბილისში ორი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ესენია - დიდი დიღომისა და ვაზისუბნის პროქტები. თითოეული მათგანი შენდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტები და ფასეულობებია: ხარისხი, პროფესიონალიზმი და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება.
ყველა პროექტისტვის ვიყენებთ ევროპული წარმოების სერთიფიცირებულ მასალებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც ლაბორატორიულად გამოცდილია და სრულად შეესაბამება როგორც საერთაშორისო, ასევე სახელმწიფო სტანდარტებს.
MS Builder-ის თითოეული დასრულებული პროექტი მიღებულია ექსპლუატაციაში. ამჟამინდელი ორივე მიმდინარე პროექტები კი თავდაპირველად დათქმულ ვადაზე ადრე სრულდება.
ჩვენი პროექტების ფინანსური პარტნიორია თიბისი ბანკი.
მომხმარებლებს ვთავაზობთ მათზე მორგებულ გადახდის პირობებსა და ინდივიდუალურად შედგენილ გრაფიკს.
ჩვენ ვქმნით ახალ და განსხვავებულ სივრცეებს საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე.