„Litus city”-ის პროექტი წარმოადგენს პრემიუმ კლასის 20 სართულიან საცხოვრებელ სახლს და მოიცავს 418 სხვადასხვა ზომის ბინას, კომერციულ ფართებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებს, 1600 კვ. მ.-ის კეთილმოწყობილ ეზოს და სათამაშო მოედანს. ის გამოირჩევა ზღვისა და მთის ულამაზესი პანორამული ხედებით. 5 წუთის სავალზეა: საჯარო სკოლა, ქსელური სუპერმარკეტები, კლინიკები, აფთიაქები, ბანკები და სარეკრეაციო ზონები. მშენებლობისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტის ენერგოეფექტური მასალები. პროექტი Litus City, აერთიანებს ყველა იმ დეტალს, რომელიც ჩვენი მაცხოვრებლებისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის.