გარემოსდაცვითი და სოციალური საჩივრები
გამომგზავნის სახელი და გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში: სამართლებრივი ფორმა და საფირმო სახელწოდება, წარმომადგენლის მონაცემები) და საკონტაქტო რეკვიზიტები; სს „თიბისი ბანკის" მიერ დაფინანსებული პროექტის ან ბანკის კლიენტი კომპანიის დასახელება, რომლის მიმართაც საჩივრის/პრეტენზიის/განცხადების გამომგზავნს აქვს პრეტენზია, ან რომლის შესახებაც სურს ინფორმაციის მოწოდება და/ან მიღება; საჩივრის/პრეტენზიის/განცხადების არსის შესაბამისი დოკუმენტის და/ან მასალის (მათ შორის, ფოტო/ვიდეო/აუდიო და ა.შ.) გამოგზავნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); იმ კონკრეტული ინციდენტის აღწერა, რომელმაც საჩივრის/პრეტენზიის/განაცხადის გამომგზავნის უკმაყოფილება/ინტერესი გამოიწვია; ინციდენტის თარიღი (თუ ეს შესაძლებელია); პრობლემის მოგვარების გზა (თუ ეს შესაძლებელია); სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მასალა, რომელსაც საჩივრის/პრეტენზიის/განცხადების გამომგზავნი ჩათვლის საჭიროდ.

