globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაცია

მონაცემების შეგროვებისას, „თიბისი ბანკი“ JSC (იურიდიული მისამართი: კ. მარჯანიშვილის ქ. №7, ჩუღურეთის რაიონი, თბილისი, საქართველო) როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი გაცნობებთ შემდეგს:

ა) მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი

თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებით:

  • კანდიდატთა იდენტიფიკაცია და კომუნიკაცია;

  • გენდერული და ასაკობრივი სტატისტიკის შედგენა და ESG ანგარიშგება;

  • შრომის კოდექსით დადგენილი ასაკობრივი მოთხოვნების შემოწმება;

  • საცხოვრებელი მისამართის მიხედვით შესაბამის ფილიალთან/ სათაოსთან პოზიციების შეთავაზება;

  • მონაცემთა დუბლირების თავიდან აცილება და ერთიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა;

  • შერჩევის პროცესის ანალიტიკური და ოპერატიული მართვა.

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები:

  • თქვენი თანხმობა, რომლის გამოხმობაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.

  • ბანკსა და აპლიკანტს შორის გარიგების დასადებად;

  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

  • ბანკის ლეგიტიმური ინტერესების დაცვა;

ბ) მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობა და უარის შედეგები

მონაცემთა მიწოდება სავალდებულოა, რადგან მათი არსებობა აუცილებელია კანდიდატურის განხილვისათვის. თუ აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვაწოდეთ, ბანკს ვერ ექნება შესაძლებლობა განიხილოს თქვენი კანდიდატურა შემდგომი დასაქმების შეთავაზების მიზნებისთვის.

გ) ლეგიტიმური ინტერესები

ბანკის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესებია: კანდიდატთა შერჩევის პროცესის ეფექტიანობა, დუბლირების თავიდან აცილება, რეგიონული და გენდერული ბალანსის კონტროლი და შრომითი ურთიერთობების გამართული ადმინისტრირება.

დ) მონაცემთა მიმღებები

მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ სს „თიბისი ბანკის“ HR დეპარტამენტისა და შერჩევის პროცესში ჩართული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის.

ე) მონაცემთა შენახვის ვადა

მონაცემები ინახება სამი წლის განმავლობაში, რათა შესაძლებელი იყოს კანდიდატის მონაცემების გამოყენება შესაბამის პოზიციაზე. ვადის ამოწურვის შემდეგ მონაცემები წაიშლება ან ანონიმიზდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო ხანგრძლივი შენახვა.

თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ სრული ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, მათ შორის მიზნები, სამართლებრივი საფუძვლები, მიმღებები, შენახვის ვადები და შესაძლო შედეგები. შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს, მიიღოთ მათი ასლები და მოითხოვოთ მცდარი ან არაზუსტი ინფორმაციის გასწორება, განახლება ან შევსება. ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება ან დროებითი დაბლოკვა, თუ აღარ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. შეგიძლიათ მიიღოთ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები სტრუქტურირებულ და მანქანურად წაკითხვად ფორმატში ან მოითხოვოთ მათი სხვა პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებებით.

როგორ დაგვიკავშირდეთ

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზება, შეგიძლიათ ეწვიოთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს, დაგვიკავშირდეთ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკის საშუალებით, ან მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - ანი გეთიაშვილს, შემდეგი არხების გამოყენებით - privacycommittee@tbcbank.com.ge. მონაცემთა დაცვის ოფიცრისთვის მიმართვისას, გთხოვთ, არ გამოგრჩეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის მითითება.

ჩვენს კონსულტანტს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ონალინ ჩატის მეშვეობით. ნებისმიერ დროს (კვირის ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში), შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: + (995 32) 227 27 27. სამუშაო საათებში, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს.

თუ თქვენ ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) იმყოფებით, ან იმყოფებით გაერთიანებულ სამეფოში და გაქვთ შეკითხვები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, ან გსურთ მოითხოვოთ წვდომა მათზე, განაახლოთ ან წაშალოთ ისინი, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს წარმომადგენელს მისამართზე:

Bird & Bird GDPR Representative Services SRL ბელგია, ბრიუსელი, 1050, ავენიუ ლუისი 235 EUrepresentative.TBCBank@twobirds.com

მთავარი საკონტაქტო პირი: ვინსენტ რეზუკ-ჰამაჩი Bird & Bird GDPR Representative Services UK გაერთიანებული სამეფო, ლონდონი, EC4A 1JP, ნიუ ფეტერ ლეინი 12 UKrepresentative.TBCBank@twobirds.com

პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ბანკის ზოგადი პოლიტიკა და პრინციპები გთხოვთ იხილოთ: https://tbcbank.ge/ka/privacy-policy