მომენტალური გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში 24/7-ზე

tutorial-02

თიბისის მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი დაემატა - მომენტალური გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში 24/7-ზე. ფუნქციონალი შესაძლებლობას გაძლევს, საკუთარ თავს ნებისმიერ დროს, საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკის ბარათზე გადაურიცხო ან თიბისიში გადმოირიცხო თანხა, დოლარსა და ევროში, თანხა კი მომენტალურად აისახება.

მნიშვნელოვანი პირობები:

  • პროდუქტი განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის

  • თანხის ასახვის დრო: მომენტალური, 24/7-ზე

  • ვალუტა: დოლარი და ევრო

  • ერთჯერადი ტრანზაქციის მაქსიმალური თანხა: €1000 ან/და $1000

  • გადარიცხვის საკომისიო: 1%, მინიმუმ $2 დოლარი ან €2 (დამოკიდებულია ტრანზაქციის ვალუტაზე)

  • დაშვებული ბარათები: საქართველოში რეგისტრირებული/ლიცენზირებული ბანკების ბარათები

თანხის გადარიცხვა

თანხის გადასარიცხად, საჭიროა მობაილბანკის გადარიცხვების გვერდის ჩამონათვალში აირჩიო „სხვა ბანკიდან 24/7-ზე“. ამის შემდეგ, დაამატე ან აირჩიე უკვე არსებული ბარათებიდან ის, რომელზეც გინდა თანხის გადატანა.

რადგან ჩამონათვალში იქნება თიბისის ყველა ანგარიში, რომელიც გაქვს ლარში, დოლარსა და ევროს ვალუტაში, სასურველი ანგარიშის სწრაფად მოძებნის მიზნით შეგიძლია გამოიყენო ფილტრის ფუნქცია, რომელიც სასურველი ვალუტით გაფილტვრის შესაძლებლობას მოგცემს.

მას შემდეგ, რაც „საიდან“ და „სად“ ველში აირჩევ ანგარიშს ან/და ბარათს, შეიყვანე ტრანზაქციის თანხა და „გაგრძელება“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადახვალ მიმოხილვის გვერდზე. ამ გვერდზე დეტალურად იქნება ნაჩვენები ტრანზაქციის მოცულობა ჯამურად- საკომისიოს ჩათვლით. აქვე გექნება შესაძლებლობა, ვალუტაში საკომისიოს ოდენობაზე ნახო ინფორმაცია.