<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

რატომ აქვს კრიპტოვალუტას ფასი

23 ოქტ. 2026
crypto blog

კრიპტოზე საუბრისას ხშირად ჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება ვალუტა, რომელსაც ფიზიკური ფორმა არ აქვს, ათასობით დოლარი ღირდეს. ტრადიციული ფულის მსგავსად, კრიპტოვალუტის ფასსაც მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავს.

მიზეზი #1: შეზღუდული მიწოდება, ანუ ხელოვნური დეფიციტი

პირველი ფაქტორი – შეზღუდული მიწოდებაა. წარმოიდგინეთ ნებისმიერი ნივთი, რომელიც სამყაროში მცირე რაოდენობით არსებობს, მაგალითად: ოქროს ნაკეთობა ან ანტიკვარული ავტომობილი. რაც უფრო რთულია მისი ყიდვა, მოპოვება, წარმოება ან შექმნა და რაც უფრო დიდია მასზე მოთხოვნა, მით უფრო მაღალია მისი საბაზრო ფასი.

ბიტკოინის შემთხვევაში, წინასწარ არის განსაზღვრული, რომ სამყაროში მხოლოდ 21 მილიონი ერთეული მონეტა იარსებებს, რადგან ეს არის მაინინგის მაქსიმალური ლიმიტი. შესაბამისად, ეს ხელოვნური დეფიციტი მას გაუფასურებისგან იცავს, განსხვავებით ჩვეულებრივი ფულისგან, რომლის გამოშვებაც მთავრობებს შეუზღუდავად შეუძლიათ.

მიზეზი #2: კრიპტოს მიმართ კოლექტიური ნდობა

მეორე ფაქტორი – სარგებლიანობა და ნდობაა. ბიტკოინის დაჰაკვა შეუძლებელია, რის გამოც ინვესტორები ამ ვალუტას ენდობიან. ასე იქმნება კოლექტიური შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც აქტივს ფასი აქვს მანამ, სანამ საზოგადოება თანხმდება, რომ ის სანდო და ღირებულია. ამასთან, კრიპტოვალუტა არ არის მხოლოდ ციფრული ფული, ის არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თანხა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სწრაფად და დაცულად გადავრიცხოთ.

მიზეზი #3: მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი

მოთხოვნა-მიწოდების კანონის თანახმად, თუ ბევრ ადამიანს ერთი კონკრეტული კრიპტოვალუტის ყიდვა სურს, ხოლო გასაყიდი რაოდენობა მცირეა, აქტივის ფასი იზრდება. ასეთ დროს ინვესტორები კრიპტოვალუტას იმ იმედით ყიდულობენ, რომ მომავალში ის კიდევ უფრო საჭირო, მოთხოვნადი და ძვირად ღირებული გახდება, რაც ფასს კიდევ უფრო ზრდის.

საპირისპიროდ, თუ ბაზარზე კრიპტოვალუტის რაოდენობა მკვეთრად იზრდება ან აქტივზე მოთხოვნა მცირდება, მისი ფასი შემცირდება. როგორც წესი, მკვეთრი დაღმასვლის პერიოდში ინვესტორებს პროექტის მიმართ დამოკიდებულება ეცვლებათ და ნეგატიური მოლოდინები უჩნდებათ. ნდობის დაკარგვა კი, ფასს ამცირებს.

რა განსაზღვრავს ფასს – ემოცია თუ ლოგიკა?

კრიპტოვალუტის ფასს ფუნდამენტური და ემოციური ფაქტორების ერთობლიობა განსაზღვრავს. მოკლევადიანი რყევების მიუხედავად, საზოგადოება ბლოკჩეინში და კრიპტოაქტივებში დიდ ღირებულებას ხედავს, რაც რეალური მონეტების ფასზე და ინდუსტრიის ჯამურ კაპიტალიზაციაზე დადებითად აისახება.

დაიწყე კრიპტოში ინვესტირება პირდაპირ თიბისის მობაილბანკში – სწრაფად და მარტივად

Გაითვალისწინე, კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან. კრიპტოს შეძენამდე, დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებს და პირობებს.

ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშანი/ლოგო გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.

23 ოქტ. 2026