საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, Euromoney Awards for Excellence 2026, თიბისიმ ოთხი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა:
საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
საუკეთესო ციფრული ბანკი საქართველოში
საუკეთესო კორპორატიული ბანკი საქართველოში
საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში
Euromoney Awards for Excellence უკვე 30 წელია, ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო აღიარებად ითვლება და მსოფლიოს მასშტაბით, იმ ფინანსურ ინსტიტუტებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი შედეგებით, ინოვაციებითა და მომხმარებელზე ორიენტირებულობით ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ქმნიან - როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისის მიერ შექმნილი პროდუქტები, სერვისები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და მომხმარებლის საჭიროებებს ერგება. ეს მიდგომა თიბისის საშუალებას აძლევს, ადამიანებსა და ბიზნესებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს და უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული საბანკო მომსახურება შესთავაზოს.