Cards

chevron-right-outlined
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

5 აგვ. 2026
landing-1110x400 1

ყველაზე ინოვაციურ ბანკად დასახელების შემდეგ, თიბისიმ მორიგი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, Global Finance-მა დაგვაჯილდოვა ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 

ჩვენ გავიმარჯვეთ შემდეგ ნომინაციებში:   

  • საუკეთესო AI ჩატბოტი და ვირტუალური ასისტენტი

  • ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება სამომხმარებლო დაკრედიტებისა და საკრედიტო რისკების მართვაში  

  • ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენება რისკების მართვაში 

ამავე კატეგორიებში, საქართველოს მასშტაბითაც საუკეთესოდ დავსახელდით.

Global Finance AI in Finance Awards აჯილდოებს ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს წარმატებით იყენებენ სამომხმარებლო, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების განვითარებისთვის.

2026 წელს, ეს ჩვენი მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რადგან წელს, Global Finance-მა თიბისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ბანკად დაასახელა. ხოლო, წლის განმავლობაში, ბანკმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო სამომხმარებლო გამოცდილების, ინოვაციებისა და თიბისის მობაილბანკის მიმართულებით. 

ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაციების დანერგვისას ვართ თანმიმდევრულები და ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ არა მხოლოდ პროცესების ავტომატიზაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყოველდღიური საბანკო გამოცდილება კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული გავხადოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის.

გვჯერა. ვქმნით ინოვაციას

5 აგვ. 2026