<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა
  • მთავარი chevron-right-outlined
  • სიახლეები chevron-right-outlined
  • Visa+ პირველად საქართველოში, მხოლოდ თიბისის მობაილბანკშიchevron-right-outlined

Visa+ პირველად საქართველოში, მხოლოდ თიბისის მობაილბანკში

16 ნოე. 2026
news

თიბისი საქართველოში პირველი ბანკია, რომელიც მომხმარებლებს Visa+ სერვისს სთავაზობს. ახლა საერთაშორისო გადარიცხვების მიღება და გაგზავნა მომენტალურად შეგიძლია მხოლოდ მობილურის ნომრით, პირდაპირ თიბისის მობაილბანკიდან.

რა არის Visa+

Visa+ არის სერვისი რომლითაც შენი მობილურის ნომერი და შენ მიერ არჩეული ბარათი ერთმანეთს უკავშირდება. შესაბამისად, თანხის გადმოსარიცხად ბარათის ნომერი აღარ არის საჭირო, საკმარისია მობილური ნომერიც.

  • პროცესი მომენტალურია: თანხა ბარათზე წამებში ჯდება

  • მარტივია: საკმარისია მიმღების მობილური ნომერი და გვარი

  • 24/7: გადარიცხვა ნებისმიერ დროს შეგიძლია

როგორ მივიღო თანხა სხვა ქვეყნიდან

Visa+-ის გააქტიურება რამდენიმე წამში შეგიძლია:

1. გახსენი მობაილბანკი

2. აირჩიე ბარათი

3. დააჭირე Visa+ ღილაკს

4. დაადასტურე ბარათი, რომელზეც გინდა თანხის მიღება

სულ ეს არის, ახლა შენი ნომერი გაუზიარე გადმომრიცხავს და თანხა მომენტალურად დაჯდება შენ მიერ არჩეულ ბარათზე. გამომგზავნი დაინახავს მხოლოდ შენს სახელს, გვარის პირველ ასოს, ბანკის დასახელებას და ქვეყანას.

Visa+-ის გააქტიურება შეუძლია სრულწლოვან მომხმარებელს, რომელსაც აქვს თიბისის აქტიური სადებეტო ბარათი და თიბისში ვერიფიცირებული ქართული მობილური ნომერი.

როგორ გადავრიცხო თანხა საერთაშორისო Visa ბარათზე

მობაილბანკიდან საერთაშორისო Visa ბარათზე თანხის გადარიცხვა ორი გზით შეგიძლია, მობილურის ან ბარათის ნომრით. ორივე შემთხვევაში თანხა მიმღებს მომენტალურად ესახება.

მობილურის ნომრით

1. გადადი საერთაშორისო გადარიცხვებში და მონიშნე „მობილურით“

2. შეიყვანე მიმღების ნომერი და გვარი

3. შეიყვანე თანხა და დაადასტურე

ბარათის ნომრით

1. გადადი საერთაშორისო გადარიცხვებში და მონიშნე „ბარათის ნომრით“

2. აირჩიე ანგარიში, საიდანაც გინდა თანხის გადარიცხვა

3. შეიყვანე მიმღების უცხოური ბარათის ნომერი, სახელი და გვარი ლათინურად

4. მიუთითე თანხა, გადაამოწმე დეტალები და დაადასტურე

ერთჯერადი გადარიცხვის ლიმიტი 1 000 USD/EUR/GBP-ია. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია მობაილბანკის 8.62.0 ან უფრო ახალ ვერსიაში — თუ ეს ფუნქცია არ გიჩანს, განაახლე აპლიკაცია.

საკომისიო 0 ₾ — შეზღუდული დროით

29 ნოემბრის ჩათვლით მობაილბანკიდან საერთაშორისო Visa ბარათზე გადარიცხვის საკომისიო 0 ₾-ია, თუ მიმღების Visa ბარათი Visa+-შია რეგისტრირებული.

გაიაქტიურე Visa+ ახლავე

გახსენი თიბისის მობაილბანკი და მიიღე და გადარიცხე თანხა მომენტალურად — მხოლოდ მობილურის ნომრით.

16 ნოე. 2026