globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

ერთგული პროგრამა

ერთგულების პროგრამაში ჩართვა შეუძლია თიბისის ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს ან ისარგებლებს ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით;

ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ახალი თიბისი ბარათით და ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით, თანხის დაგროვება შესაძლებელია საქართველოში ლიცენზირებული ნებისმიერი ბანკის ელ. კომერციის ან ფიზიკურ პოს ტერმინალზე. ხოლო, ერთგული საკრედიტო ბარათით თანხას დააგროვებ თიბისის ელ. კომერციის ან ფიზიკურ პოს ტერმინალზე გადახდისას;

ლოიალობის პროგრამა არ ვრცელდება ბიზნეს ბარათებზე;

ლოიალობის პროგრამით სარგებლობისთვის არ არის საჭირო დამატებითი რეგისტრაცია, თიბისის ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ლოიალობის პროგრამაში.

თანხის დაგროვება

ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, თიბისის მომხმარებელს თანხა დაერიცხება ერთგულის ყულაბაში, როდესაც გადაიხდის ელ. კომერციის ან ფიზიკურ პოს ტერმინალზე, ტრანზაქციის დამუშავებისთანავე.

საბარათე ტრანზაქციისას, დარიცხული თანხის მაქსიმალური მოცულობა შეზღუდული არ არის, გარდა ბენზინის კატეგორიისა;

07.02.2022-დან ბენზინის კატეგორიაში ერთ ტრანზაქციაზე დარიცხული თანხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 10 ლარს;

თანხის დარიცხვა არ ხდება:

  • აზარტული თამაშები - MCC code: 7995 ;

  • სახელმწიფო სერვისები - MCC code: 8651, 9402, 9399, 9311 ;

  • ფინანსური ოპერაციები - MCC code: 6012, 6538, 6536, 6051, 6010;

  • კომუნალური გადახდები - MCC code: 4818, 4900;

  • ტრანსპორტში გადახდები - MCC code: 4111,4131;

  • სხვა სახის ოპერაციები - MCC code: 6221, 7393, 5085, 7338, 5962, 8661, 9331, 4814, 6211;

დაგროვილი თანხის აკუმულირება მოხდება კლიენტის ერთგულის ყულაბაში;

დარიცხული თანხა დამრგვალდება მეასედებამდე;

ტრანზაქციის გაუქმების (რევერსალის) შემთხვევაში, დაგროვილი თანხა ჩამოიჭრება;

წამახალისებელი პროექტის/პროგრამის განხორციელება, აგრეთვე წამახალისებელი პროექტის/პროგრამის ფარგლებში კლიენტის კუთვნილ პლასტიკურ ბარათებზე თანხის დარიცხვა და/ან განაღდება არ წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას და შესაბამისად არ წარმოშობს კლიენტის უფლებას მოსთხოვოს ბანკს რაიმე სახის ვალდებულების შესრულება წამახალისებელ პროექტთან/პროგრამასთან/თანხის დარიცხვასთან / განაღდებასთან დაკავშირებით.

ბანკი უფლებამოსილია საეჭვო და ბიზნეს საქმიანობის მიზნით განხორციელებული ტრანზაქციის შემთხვევაში მომხმარებელს არ დაარიცხოს საბარათე გადახდის / წამახალისებელი აქციის შედეგად დაგროვილი თანხა და/ან შეზღუდოს ბარათზე დარიცხული თანხის განაღდება / გააუქმოს დარიცხული თანხა;

ბანკისათვის მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ბანკს შეუძლია ასევე გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, თუ კლიენტი ბარათს, რომელზეც ირიცხება თანხა, იყენებს სამეწარმეო მიზნობრიობით.

ერთგულის ყულაბიდან თანხის განაღდება

დაგროვილი თანხის გამოყენებამდე, საჭიროა ერთგულის ანგარიშიდან თანხის საკუთარ საბარათე ანგარიშზე გადარიცხვა.

დაგროვილი თანხის გამოყენება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი მიზნობრიობით.

დაგროვილი თანხის სარგებლობის ვადა

დაგროვილი თანხა უვადოა.

ინფორმაცია დაგროვილი თანხის შესახებ

დაგროვილი თანხის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი არხების საშუალებით:

  • მობაილბანკი;

  • სატელეფონო სერვის ცენტრი;

  • ფილიალი.

SMS-ით კომუნიკაცია

ყოველი თვის პირველ კვირაში პროგრამაში მონაწილე მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS-ით) ეცნობება წინა თვეში დაგროვილი თანხის რაოდენობა.

დაგროვილი თანხის გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი SMS-ით მიიღებს განაღდებული და ხელმისაწვდომი ბალანსის შესახებ ინფორმაციას.

მობაილბანკში შესაძლებელია:

  • მიმდინარე ბალანსის და დაგროვილი თანხის ამონაწერის ნახვა;

  • შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოძიება.