ახალი უბანი ძველ თბილისში კომპანია “ალფა ფროფერთის” მორიგი მსხვილი პროექტია. Garden Hills-ი თბილისის ისტორიულ არეალში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში 30 000 კვ.მ ფართობ ტერიტორიას აერთიანებს. “ალფა ფროფერთი” Garden Hills-ის პროექტით მომხმარებელს თანამედროვე უბნის მახასიათებლებზე მორგებულ გარემოს სთავაზობს, სადაც ყველა ის სივრცეა თავმოყრილი, რაც დღეს მობინადრეს სრული კომფორტისთვის სჭირდება. პროექტის უმნიშვნელოვანესი ელემენტი რეკრეაციული და მწვანე სივრცეებია. კომპლექსი 8 საცხოვრებელი სახლისგან შედგება ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას შეხვდებით და რაც მთავარია, ის ყველა ასაკის მობინადრის კომფორტსა თუ საჭიროებაზეა მორგებული. Garden Hills-ს დამატებით უპირატესობას თბილისის ტურისტული ადგილების სიახლოვეც სძენს. ტერიტორიაზე საბავშვო ბაღიც მდებარეობს. აქედან გამომდინარე პროექტი როგორც საცხოვრებლად ისე საინვესტიციო თვალსაზრისითაც მიმზიდველია.