home-outlined
მშენებლობის ტიპი
მშენებარე
check-circle-outlined
ჩაბარების კონდიცია
მწვანე კარკასი
calendar-outlined
დასრულების ვადა
დეკემბერი, 2025
cash-outlined
ფასები (კვ)
50-70 $
შინვუდი არის თანამედროვე ურბანული სტანდარტებით დაგეგმარებული საცხოვრებელი კომპლექსი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. შინვუდში იყიდება სამშენებლოდ გამზადებული მიწის ნაკვეთები. თითოეულ მიწის ნაკვეთზე მიყვანილი და გამრიცხველიანებულია კომუნიკაციები: დენი, წყალი, გაზი. მიწის ნაკვეთები შემოღობილია და დამონტაჟებულია ჭიშკარი. კომპლექსს აქვს ერთიანი კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემები.
კომპანია მიწის მფლობელებს საჩუქრად გადასცემს წინასწარ დამუშავებულ სახლის პროექტებს მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა თავად დაამუშავონ მათთვის სასურველი სახლის პროექტი და კომპანიის არქიტექტორებთან შეთანხმების შემდეგ აიღონ მშენებლობის ნებართვა.
შინვუდის უნიკალურობას განსაზღვრავს ადგილმდებარეობა. ერთის მხრივ თბილისთან სიახლოვე (23 კმ), მეორეს მხრივ კი გარშემორტყმული ფოთლოვანი ტყის მასივი ზუსტად პასუხობს შინვუდის სამომავლო მაცხოვრებლების საჭიროებებს.
შინვუდის ტერიტორია ზღვის დონიდან 820-870 მეტრზეა და თბილისთან შედარებით საშუალო ტემპერატურა წლის განმავლობაში 3-4 გრადუსით ნაკლებია. შინვუდიდან იშლება პანორამული ხედები ტყეზე და კავკასიონზე.
შინვუდში მომხმარებლები დაცულები არიან ქაოტური განაშენიანებისაგან, რაც გამოიხატება დადგენილი სტანდარტებით: ფასადების მოპირკეთების, ჯამური სიმაღლეების და სართულიანობის ნაწილში.
შინვუდში არსებული თითოეული მიწის ნაკვეთი გამწვანებული საფეხმავლო ბილიკით უკავშირდება ერთის მხრივ - 31,000 კვ.მ. ფართობის მქონე ცენტრალურ პარკს, მეორეს მხრივ კი - კომპლექსის გარშემო მდებარე ტყეს. შენარჩუნებულია ყველა ბუნებრივად არსებული ტყეში შესასვლელი. შინვუდში საცხოვრებელი დანიშნულების ნაკვეთების ფართობები მერყეობს 500-1,300 კვ.მ.-ის ფარგლებში.
სამანქანო გზის სიგანე 5.5 მეტრია და გათვლილია ორმხრივ მოძრაობაზე. სამანქანო გზას ორივე მხრიდან გასდევს საფეხმავლო ტროტუარები. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სივრცეები კომერციული, სარეკრეაციო, სპორტული და ტექნიკური ობიექტებისთვის ასევე 150 საერთო საპარკინგე ადგილი რომელიც განაწილებულია კომპლექსის სხვადასხვა ზონებში.
შინვუდი მომხმარებელს სთავაზობს გაყიდვის შემდგომ მომსახურებას, რომელშიც შედის საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობა, დასუფთავება, გამწვანება და დაცვა.
დასრულების ვადა: ეტაპობრივი/2025.