globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

რისკების მართვა

თიბისიში დანერგილია ძლიერი, დამოუკიდებელი და ბიზნესზე ორიენტირებული რისკების მართვის სისტემა. მისი მთავარი მიზანია, რისკის მართვის ეფექტური სისტემის მეშვეობით ხელი შეუწყოს ბანკის მდგრადი მომგებიანობის უზრუნველყოფას აღებული რისკების გათვალისწინებით. რისკების მართვა ემყარება 4 ძირითად პრინციპს:

  • რისკების გამჭვირვალედ მართვა სანდოობის მოსაპოვებლად

    რისკებთან დაკავშირებულ პროცესებსა და პოლიტიკებში თანმიმდევრულობა და გამჭვირვალობა სხვადასხვა დაკავშირებული მხარის ნდობის მოპოვების წინაპირობაა. რისკის პერსონალის მთავარი ამოცანაა რისკის მიზნებსა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე მმართველი ორგანოებისთვის ინფორმაციის სრულყოფილად და პასუხისმგებლიანად მიწოდება.

  • რისკების გონივრულად მართვა სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის

    რისკების მართვა უზრუნველყოფს ბანკისთვის არასასურველი რისკების თავიდან აცილებას. კაპიტალის ადეკვატურობის მართვა, მომავალზე ორიენტირებული მიდგომა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტური მექანიზმები არის თიბისის მდგრადობის წინაპირობა.

  • რისკების მართვა თიბისის სტრატეგიის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია

    რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის მეშვეობით იკვეთება მიზნების მიღწევადობა. რისკების იდენტიფიკაცია, მათი ადეკვატურად შეფასება და მიტიგაციის ღონისძიებები ხელს უწყობს სასურველი ამონაგებისა და დასახული მიზნის მიღწევას.

  • რისკების მართვა თიბისი კონკურენტული უპირატესობაა

    რისკის სრულყოფილი, გამჭვირვალე და გონივრული მენეჯმენტი აყალიბებს ბანკის მიმართ სხვადასხვა დაკავშირებული მხარეების ნდობას. უზრუნველყოფს ბიზნეს მოდელის მდგრადობას, განვითარებასა და რისკის მართვის პოზიციონირებას თიბისის კონკურენტულ უპირატესობად.

რისკების მართვის სტრუქტურა

თიბისი რისკების მართვის ღონისძიებებს ატარებს რისკების მართვის საერთო სისტემის ფარგლებში. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს რისკის მართვის სტრუქტურას:

სამეთვალყურეო საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, რისკების, ეთიკისა და შესაბამისობის კომიტეტი, აუდიტის კომიტეტი

დირექტორთა საბჭო, რისკების კომიტეტი, საოპერაციო რისკების კომიტეტი, აქტივებისა და ვალდებულებების მართვის კომიტეტი

სტრუქტურები: ორგანიზაციის რისკების მართვა, საკრედირო რისკები, რესტრუქტურიზაცია და პრობლემური აქტივების მართვა, ფინანსური რისკები, არაფინანსური რისკები

სესხის დამტკიცების კომიტეტები, რესტრუქტურიზაციის და ამოღების კომიტეტები.

თიბისის რისკის მართვის პოლიტიკა დაწვრილებითაა მოცემულ ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში.

TBC Bank Risk Management Policy Download