chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ წესებსა და პირობებს (შემდგომში „წესები“), რომლებიც არეგულირებს თქვენ მიერ „საერთო ხარჯების“ (შემდგომში „პროდუქტი) ფუნქციონალის გამოყენებას. აღნიშნული პროდუქტით სარგებლობით თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე პირობებს.

1. პროდუქტის აღწერა

1.1. „საერთო ხარჯები“ არის სს „თიბისი ბანკის" (ს/ნ 204854595) (შემდგომში „ბანკი”) ციფრული სერვისი, რომელიც მომხმარებლებს აძლევთ საშუალებას სწრაფად და მარტივად გაანაწილონ მათ მიერ შესრულებული ტრანზაქციით გამოწვეული საერთო ხარჯები საერთო სივრცის წევრებს შორის და განახორციელონ ფინანსური ანგარიშსწორება ერთ სივრცეში.

1.2. „საერთო ხარჯების“ ფუნქციონალი მობაილ ბანკში მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას:

1.2.1. მომსახურების/პროდუქტის / შეძენასთან დაკავშირებული გადახდის შესრულების შემდგომ, ტრანზაქციასთან დაკავშირებული ჩარიცხვები მიიღონ ტრანზაქციასთან დაკავშირებული პირებისგან მარტივად და ეფექტურად ციფრული ბანკის არხის საშუალებით;

1.2.2. საერთო ხარჯების გაყოფის მიზნით საერთო სივრცის შექმნის შედეგად, ჯგუფის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა საგადახდო დავალების ველების ყოველ ჯერზე მანუალურად შევსების გარეშე, მარტივად და მრავალჯერადად გადაურიცხონ თანხები ჯგუფის სხვა წევრებს.

2. პროდუქტის პირობები

2.1. პროდუქტი იმართება საერთო ხარჯების გაყოფის მიზნით, საერთო სივრცის წევრების მიერ. პროდუქტი განკუთვნილია მობაილ ბანკის მომხმარებლებისთვის, გარდა იურიდიული პირებისა.

2.2. პროდუქტის ფარგლებში, საერთო სივრცის თითოეულ წევრს აქვს თანაბარი უფლებამოსილებები; მათ შეუძლიათ საერთო ხარჯების გაყოფის მიზნით და მისი გაყოფის შემდგომ დაამატონ ჯგუფის წევრი, დაატოვებინონ მომხმარებელს ჯგუფის წევრობა და ა.შ.

2.3. საერთო სივრცეში ახალი წევრის დამატება შესაძლებელია მხოლოდ ხარჯის დამატების დროს. საერთო სივრცის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება დაადასტუროს ან უარყოს სხვა მომხმარებლის საერთო სივრცეში გაწევრიანების მოთხოვნა. მომხმარებელი ვალდებულია, ყურადღებით მოეკიდოს საერთო სივრცეში ახალი მომხმარებლის როგორც მოწვევის, აგრეთვე დამატების პროცესს.

2.4. მობაილ ბანკის მომხმარებელი გაყოფს ხარჯს, უთითებს საერთო სივრცის მოსალოდნელი წევრების სახელებს (ჰიპოთეტურად) და შესაბამისი რაოდენობის მომხმარებლებს იწვევს საერთო ხარჯების გაყოფის მიზნით. საერთო სივრცეში გაწევრიანება შესაძლებელია როგორც მომხმარებლის მიერ QR კოდის, აგრეთვე, ბმულის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში გაზიარებით.

2.5. იმ შემთხვევაში, თუ საერთო სივრცეში გასაწევრიანებელი მომხმარებლების რაოდენობა აღემატება საერთო ხარჯების გაყოფისთვის წინასწარ განსაზღვრულ მომხმარებელთა რაოდენობას, ხარჯების გაყოფაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც პირველები შემოუერთდებიან საერთო სივრცეში მომსხმარებელთა წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობას.

2.6. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს საერთო სივრცე. ასევე, მომხმარებლებს აქვთ უფლება დაატოვებინონ საერთო სივრცე სხვა წევრს.

2.7. თითოეულ წევრს აქვს უფლება, დაამატოს საკუთარი ხარჯი, ნახოს სხვების მიერ დამატებული ხარჯები ან/და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს მათში ცვლილება.

2.8. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გადარიცხვის ინიცირებისთვის მოიწვიოს საერთო სივრცის ყველა ან მისი რამდენიმე წევრი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს კონკრეტულ გადახდაში.

2.9. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, საკუთარ პროფილზე დაინახოს რამდენი აქვს გადასახდელი ან მისაღები საერთო სივრცის სხვა წევრებისგან.

2.10. მომხმარებელი გადახდის ინიცირებისას, ირჩევს საერთო სივრცის წევრს, შესაბამისი ანგარიშის მითითებით და ადასტურებს გადარიცხვას.

2.11. საერთო სივრცეში ხარჯების გაყოფის მიზნით გასაერთიანებელი პირთა წრის რაოდენობა არ არის შეზღუდული.

2.12. მომხმარებელს ეკრძალება საერთო სივრცის შექმნა / გამოყენება / გაწევრიანება ან/და ჯგუფის წევრებს შორის ისეთი ხარჯების გაყოფა, რომელიც დაკავშირებულია უკანონო ან ამორალურ საქმიანობასთან, ძალადობის ან/და დანაშაულისკენ მოწოდებასთან, კანონით აკრძალული პროდუქციის (ცივი/ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკული საშუალებები და სხვა ისეთი პროდუქტები, რომლის შეძენა ან/და რეალიზება აკრძალულია კანონით) შეძენისთვის გაწეული ხარჯების გაყოფასთან.

2.13. წინამდებარე მუხლის 2.12 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა სრულად ვრცელდება საერთო სივრცის სახელწოდებასა და ფოტო-სურათზე.

2.14. ბანკი იტოვებს უფლებას მომხმარებლის / საერთო სივრცის წევრ(ებ)ის მიერ წესებით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის / მოთხოვნ(ებ)ის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ცალმხრივად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება (მათ შორის, იტოვებს უფლებას წაშალოს ჯგუფი).

3. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები

3.1. ბანკი ადასტურებს, რომ კონფიდენციალურ ინფორმაცისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე - https://tbcbank.ge/ka/privacy-policy. მომხმარებელი წესებსა და პირობებზე დათანხმებით ადასტურებს, რომ იცნობს ზემოაღნიშნული პოლიტიკის შინაარსს და ეთანხმება მას.

3.2. მომხმარებელი წესებსა და პირობებზე თანხმობით ადასტურებს, რომ საერთო სივრცეში ხარჯების გაყოფის მიზნით გაწევრიანების შედეგად, ჯგუფის სხვა წევრ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მისი ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: სახელისა და გვარის ინიციალები, მომხმარებლის პროფილის სურათი მობაილ ბანკში (ე.წ. ავატარი), გაზიარებული ტრანზაქციის დეტალები (მერჩანტის დასახელება, ტრანზაქციის თანხა, ვალუტა და ტრანზაქციის შესრულების თარიღი), განაწილებული ხარჯების ოდენობა, ინფორმაცია მათი გადახდის/არ გადახდის შესახებ. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მათ შორის, ჯგუფის იმ წევრებისთვის, რომელზეც უშუალოდ არ განაწილდა კონკრეტული ხარჯი, თუმცა წარმოადგენს საერთო სივრცის წევრს.

3.3. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ საერთო სივრცის ფოტო-სურათი (მიზნობრივი) ხელმისაწვდომია სივრცის ყველა წევრისთვის, მათ შორის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მოწვეულნი არიან საერთო სივრცეში გასაწევრიანებლად და ჯერ არ წარმოადგენენ მის წევრებს. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ ჯგუფში არ განათავსებს ისეთ ფოტო-სურათს, რომელიც შეიცავს ძალადობის, დისკრიმინაციის, ეთიკურობის სტანდარტების დარღვევის ნიშნებს და მიმართულია მესამე პირების უფლებების ხელყოფისაკენ, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. ამავდროულად, ფოტო-სურათის ატვირთვის დროს დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საავტორო და მომიჯნავე უფლებები;

3.4. დაუშვებელია ჯგუფის წევრის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციისა ან/და პერსონალური მონაცემების მესამე პირ(ებ)თან გაზიარება და იმგვარი გამოყენება / დამუშავება, რომელიც სცილდება პროდუქტით გათვალიწინებულ მიზნებს.

3.5. მომხმარებელი წესებსა და პირობებზე თანხმობით ადასტურებს, რომ ჯგუფში არსებულ კონფიდენციალურ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებს მხოლოდ „საერთო ხარჯების გაყოფის“ ფუნქციონალის მიზნებისთვის და დაიცავს წინამდებარე მუხლის 3.2. პუნქტით გათვალისწინებულ პირობას.

3.6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს პერსონალური ინფორმაციის გაზიარება ჯგუფის სხვა წევრებისთვის, მომხმარებელმა უნდა დატოვოს საერთო ჯგუფი.

4. პასუხისმგებლობა

4.1. ბანკი, თავის მხრივ, პროდუქტის გამოყენების ფარგლებში, უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ შესაბამისი მომსახურების მიღების პროცესის მხარდაჭერას მობაილ ბანკში.

4.2. ბანკი არ არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ ზიანს, რაც გამოწვეულია პროდუქტის არამართლზომიერი გამოყენებით და წინამდებარე წესების დარღვევით.

4.3. მომხმარებლების მიერ წინამდებარე მომსახურების სარგებლობისას, ბანკისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია მომხმარებელთა ხარჯების შესახებ, ასევე ინფორმაცია თუ რამდენად რეალურია ხარჯები, რომელიც განაწილდა ჯგუფის წევრებზე და რეალურად არსებობს თუ არა ასეთი ვალდებულებები წევრებს შორის. ბანკი უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი ჩანაწერების ორგანიზებას მობაილ ბანკში.

5. სხვა პირობები

5.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და მხარეთა შორის გაფორმებული „საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.

5.2. პროდუქტის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ კანონიერად, მისი პირდაპირი დანიშნულების შესაბამისად.

5.3. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტი არ გამოიყენოს კანონსაწინააღმდეგო, თაღლითური ან/და ბანკისა და ჯგუფის წევრებისთვის ზიანის მომტანი მიზნებისთვის.

5.4. ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები.