AI LAB

AI LAB x TBC - 1110x400

Generative AI სასწავლო პროგრამა AI LAB-ის პროექტია, რომელიც მათ, ვისაც სურთ ხელოვნური ინტელექტის პროფესიულ დონეზე შესწავლა, უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

AI LAB ქართული კვლევითი გუნდია, რომლის სახელსაც პირველი ქართული დიდი ენის მოდელის შექმნა უკავშირდება. საგანმანათლებლო პროგრამის მთავარი იდეაც სწორედ გუნდში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა სხვა ენთუზიასტებისთვის, რომლებსაც სურთ იყვნენ ტექნოლოგიური განვითარების ეპიცენტრში, თავად შეძლონ ღირებული ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქართული ტექნოლოგიური ლანდშაფტის განვითარებაში.

პროგრამა მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ძირითად პრინციპებს (NLP, დიდი ენის მოდელები, გენერაციული AI), ასევე პრაქტიკულ პროექტებს, სადაც მონაწილეები ქართულ დიდ ენის მოდელზე მუშაობენ და კურსის დასრულების შემდეგ პარტნიორ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.

პროგრამის მხარდამჭერია GAU / ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.