GAIA-ს ინიციატივით, AI პროფესიონალების ახალი თაობის განვითარების მიზნით, 2025 წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადაში (IOAI).
საოლიმპიადო კურსი ხელოვნურ ინტელექტში შეიქმნა ქვეყნის წამყვან AI ინჟინრებთან ერთად და კურსსაც ისინი უძღვებიან.
7-თვიანი კურსი კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით ტარდება ორ ფორმატში:
საოლიმპიადო ფორმატში ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად - 60-ზე მეტი შერჩეული მოსწავლე ესწრება ონლაინ ლექციებსა და ფიზიკურ შეხვედრებს.
დამოუკიდებლად - ამ ფორმატში ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს, სტუდენტს და ჯუნიორ პროფესიონალს მთელი საქართველოდან აქვს წვდომა ლექციების ჩანაწერებსა და მასალებზე.
თიბისის მხარდაჭერით ოლიმპიადისთვის მომზადება და ოლიმპიადაზე გამგზავრება ერთ გუნდს სრულად დაუფინანსდება.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებს.