globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

Blockchain Technologies

web-1110x400

კურსის აღწერა

კურსის მიზანია, მსმენელებს მისცეს ცოდნა ბლოკჩეინის, როგორც ტექნოლოგიის, შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი კი გააკეთოს ფინანსური და მომიჯნავე ინდუსტრიებისთვის (ფინტექი, დაზღვევა, ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება) ბლოკჩეინის გამოყენების მაგალითებზე. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დემისტიფიკაცია და მისი პრინციპების სიღრმისეულად შესწავლა, მისი თავისებურებების განხილვა და რეალური ბიზნეს-აპლიკაციების ბლოკჩეინზე მორგებულ სტილში გადაწყვეტის მაგალითების ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინი საზოგადოებისთვის ღრმა ტექნოლოგიურ საკითხად განიხილება, აღნიშნული პროგრამა არ იქნება მხოლოდ დეველოპერებისთვის და IT სფეროს წარმომადგენლებისთვის. მეტიც, კურსის ფარგლებში დიდ აქცენტს გავაკეთებთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის იმ ასპექტებზე, რომლებიც აუცილებელია პროექტების სტრატეგიული დაგეგმვისთვის, მენეჯმენტისთვის და რეგულაციურ ჩარჩოებში ჩაჯდომისთვის. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ იმ შესაძლებლობების დანახვა, რასაც ბლოკჩეინ ტექნოლოგია გვაძლევს სხვადასხვა სფეროებში - წარმადობის ზრდის, უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელებისა თუ ტრადიციული ფინანსური პროცესების ინოვაციური მიდგომებით ჩანაცვლების სახით.

Picture1