თიბისიმ ახალი თაობისთვის პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმაონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
პირველი განათლების სივრცე, 2024 წელს, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში გაიხსნა.
განათლების სივრცის კონცეფცია სრულად მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. სივრცე ითვალისწინებს მოდულარული მოწყობის პრინციპებს და მორგებადია სხვადასხვა აქტივობაზე. ადგილზე შესაძლებელია ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სასკოლო კლუბების აქტივობების გამართვა, როგორიცაა: ჭადრაკი, კითხვა, ვოკალი, სხვადასხვა ტიპის ვორქშოფი, მულტიმედია ფორმატის გაკვეთილები და სხვა.
მოსწავლეებს დამატებით შესაძლებლობა აქვთ სივრცე სამეცადინოდ გამოიყენონ და ამასთანავე გაეცნონ მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამის ლიტერატურას როგორც სივრცეში მოწყობილ ბიბლიოთეკაში, ისე „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.
შემდეგი სივრცე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა
თიბისის განათლების სივრცე ახალი თაობის მხარდასაჭერი ინიციატივაა, რომელიც დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს მეტი დრო დაუთმონ არაფორმალურ განათლებას.