Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელიც უკვე 13 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის, ათიათასობით გოგოს აერთიანებს. Technovation Girls საშუალებას აძლევს გოგონებს გახდნენ გლობალური შეჯიბრის მონაწილეები. პროექტში მონაწილეობა ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის შესაძლებელი - 13-15 წლისა და 16-18 წლის მოზარდებისთვის.
Technovation Girls-ის ფარგლებში გოგონები, მთელი საქართველოდან, სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას, მიღებულ ცოდნას კი მათ გარშემო არსებული პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ.
2024 წელს კონკურსში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო კონკურსში იღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში გოგონების გაძლიერება და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება.