გაატარე ზაფხული შენებურად - მიიღე შესაძლებლობა იმოგზაურო საზღვარგარეთ ახალი თიბისი ბარათით
21 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, აიღე ახალი თიბისი ბარათი მობაილბანკში, შეასრულე 10 გადახდა ყველაზე სწრაფად და მიიღე შესაძლებლობა მიიღო საგზური საჩუქრად.
როგორ მუშაობს:
1. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს, აიღე ახალი თიბისი ბარათი, ახალი თიბისი კონცეპტ, ან ახალი თიბისი კონცეპტ 360 ბარათი მობაილბანკიდან.
2. შეასრულე მინიმუმ 10 ნებისმიერი მოცულობის გადახდა შენთვის სასურველი ფორმით: ფიზიკურად ან ონლაინ, ციფრული საფულით თუ ფიზიკური ბარათით, საქართველოში ან საზღვარგარეთ
ვინ დასაჩუქრდება საგზურით?
5 მომხმარებელი, რომელიც:
მობაილბანკიდან აიღებს ახალ თიბისი ბარათს, ახალ თიბისი კონცეპტ ან ახალ თიბისი კონცეპტ 360 ბარათს
თიბისი ბარათი
თიბისი კონცეპტ ბარათი
თიბისი კონცეპტ ბარათი 360
და ბარათის აღებიდან, ყველაზე სწრაფად:
შეასრულებს მინიმუმ 10 ტრანზაქციას აქციის (21 ივლისი - 24 აგვისტო) პერიოდის განმავლობაში.
და მისი ბარათის აღებისა და მე-10 ტრანზაქციის დრო იქნება ყველაზე მცირე
ყველზე სწრაფი მომხმარებლები, რომლებიც დასაჩუქრდებიან საგზურებით, გამოვლინდებიან ყოველკვირეულად (21 ივლისი - 27 ივლისი, 28 ივლისი - 3 აგვისტო, 4 აგვისტო - 10 აგვისტო, 11 აგვისტო - 17 აგვისტო, 18 აგვისტო - 24 აგვისტო - პერიოდებში).
რას მიიღებენ გამარჯვებულები?
გამარჯვებულები მიიღებენ შესაძლებლობას, ბანკის მიერ შერჩეული ტურისტული სააგენტოს დახმარებით, თავად დაგეგმონ მოგზაურობა საზღვარგარეთ - 10,000 ლარის ფარგლებში, თავად შეარჩიონ დანიშნულების ადგილი და სხვა მომსახურებები.
გაატარე ზაფხული შენებურად — დაგეგმე შენი მოგზაურობა ისე, როგორც გსურს.
როგორ გადაეცემათ საჩუქარი გამარჯვებულებს?
მომხმარებლებთან დაკავშირება მოხდება თიბისის მომხმარებლების გამოცდილების გუნდის მიერ სატელეფონო ზარით, მომხმარებლის ბანკში რეგისტრირებულ საკონტაქტო ნომერზე.
მომხმარებლისგან საჩუქრის მიღებაზე თანხმობის შემთხვევაში, მისი საკონტაქტო ინფორმაცია გადაეცემა პარტნიორ ტურისტულ სააგენტოს. პარტნიორი ტურისტული სააგენტოს შესახებ გეცნობებათ გამარჯვების შემთხვევაში, თქვენთან კომუნიკაციისას.
მომხმარებლებმა უნდა დაადასტურონ საკუთარი ვინაობა და გამოცხადდნენ ტურისტულ სააგენტოში არაუგვიანეს 20 სექტემბრისა.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მომხმარებელი უარს განაცხადებს საჩუქარზე, ან თუ მომხმარებელი არ უპასუხებს ბანკის სატელეფონო ზარს ზედიზედ სამჯერ - ბანკში რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე, საგზური გადაეცემა რიგით შემდეგ, ყველაზე სწრაფ მომხმარებელს.
დამატებითი პირობები:
გათამაშებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ სრულწლოვან პირებს.
გათამაშებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მომხმარებლებს, რომლებმაც აქციის პერიოდში, მობაილ ბანკიდან აიღეს ბარათი: ახალი თიბისი ბარათი, თიბისი კონცეპტ, თიბისი კონცეპტ 360.
ასევე, გათამაშებაში მონაწილეობენ მომხმარებლები, რომლებიც ანაცვლებენ თიბისი ბარათს - კონცეპტ ან კონცეპტ 360-ის ბარათებით.
გათამაშებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მომხმარებელი, რომელსაც უკვე აქვს თიბისი ბარათი და აქციის პერიოდში გააუქმებს, რათა ხელახლა აიღოს.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის შესაძლებელია ახალი თიბისი ბარათის ჩანაცვლება ახალი კონცეპტით ან კონცეპტ 360-ით, ხოლო კონცეპტ ან კონცეპტ 360-ის ჩანაცვლება ახალი თიბისი ბარათით — გათამაშების მიზნებისთვის არ არის დაშვებული.
ბანკს აქვს უფლება არ გაითვალისწინოს საეჭვო ან დაუდასტურებელი ტრანზაქციები, ასევე, ბანკი უფლებამოსილია უარი თქვას საჩუქრის გაცემაზე, თუ ადგილი აქვს საეჭვო ან უკანონო ქმედებას.
ერთი და იმავე ობიექტში, ერთი და იმავე დღეს შესრულებული რამდენიმე გადახდა ჩაითვლება 1 გადახდად.
იმისთვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ საჩუქრით სარგებლობა, აუცილებელია ჰქონდეთ მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი.
ერთი და იმავე პირი ვერ მიიღებს საჩუქარს ორჯერ
კამპანია არ ვრცელდება თიბისის თანამშრომლებზე.
ბანკი არ არის პასუხისმგებელი ტურისტული სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურებაზე