გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 მაისს, იურიდიული პირებისთვის ამოქმედდება საკომისიო ბანკის შიგნით უცხოურ ვალუტაში შესრულებულ გადარიცხვის ოპერაციებზე, გარდა საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვისა. საკომისიოს ტარიფი განისაზღვრა უცხოურ ვალუტაში გადარიცხული თანხის 0.2 პროცენტით, მინიმალური ოდენობა 15 და მაქსიმალური 500 შესაბამისი სავალუტო ერთეულით.