chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ წესებსა და პირობებს (შემდგომში „წესები“), რომლებიც არეგულირებს თქვენ მიერ ანაბრის „ჩვენი საერთო მიზანი“ (შემდგომში „პროდუქტი“) ფუნქციონალის გამოყენებას. აღნიშნული პროდუქტით სარგებლობით თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე პირობებს.

1. პროდუქტის აღწერა

1.1. ანაბარი „ჩვენი საერთო მიზანი“ არის სს „თიბისი ბანკის" (ს.ნ.204854595) (შემდგომში „ბანკი”)ციფრული სერვისი, რომელიც მომხმარებლებს აძლევთ საშუალებას საერთო მიზნისთვის ერთად დაზოგონ თანხა.

1.2. პროდუქტის ფარგლებში, საერთო სივრცის თითოეულ წევრს ინდივიდუალურად ეხსნება ანაბარი და საერთო სივრცის სხვა წევრებისგან დამოუკიდებლად მართავს მას.

2. პროდუქტის პირობები

2.1. პროდუქტი განკუთვნილია მობაილ ბანკის მომხმარებლებისთვის (გარდა იურიდიული პირებისა), რომლებიც ერთიანდებიან ერთობლივი მიზნის ფარგლებში და საერთო მიზნის მისაღწევად ხსნიან ინდივიდუალურ ანაბრებს.

2.2. მობაილ ბანკის ერთ-ერთი მომხმარებელი (შემდგომში „ორგანიზატორი“) ქმნის საერთო სივრცეს, განსაზღვრავს მიზანს / პირობებს, ადასტურებს ანაბრის გახსნას და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ, ბმულის საშუალებით სივრცეში იწვევს სხვა მომხმარებლებს საერთო მიზნის მიღწევის მიზნით ინდივიდუალური ანაბრების გასახსნელად.

2.3. პროდუქტის ფარგლებში ორგანიზატორი უფლებამოსილია:

2.3.1. დაარქვას საერთო სივრცეს სახელი და განათავსოს ფოტო-სურათი;

2.3.2. განსაზღვროს ანაბრის ვადა;

2.3.3. განსაზღვროს საერთო სამიზნე მაჩვენებელი (სამიზნე თანხა);

2.4. ჯგუფის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საერთო მიზნის მისაღწევად სივრცეში ბმულის გაზიარების საშუალებით მოიწვიოს მობაილ ბანკის მომხმარებელი.

2.5. სივრცეში გაწევრიანებამდე, გაზიარებული ბმულის საშუალებით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ჯგუფის დასახელება, საერთო მიზნის (ანაბრის) ვადიანობა, საერთო სივრცის ორგანიზატორის სახელი და გვარის ინიციალი, საერთო სივრცის წევრების რაოდენობა.

2.6.მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გაეცნობა და დაადასტურებს ანაბრის მნიშვნელოვან პირობებს / ანაბრის ხელშეკრულებას, ის ხდება საერთო სივრცის წევრი, რომლისთვისაც დამატებით ხელმისაწვდომია ჯგუფის საერთო მიზანი (თანხაში გამოხატული მაჩვენებელი), საერთო სივრცის წევრების სახელები და გვარის ინიციალები, ჯგუფის წევრების მიერ ჯამურად დაგროვილი თანხა (თანხა ცვალებადია, ჯგუფის ინდივიდუალური წევრის მიერ ანაბარის თანხის გაზრდის/შემცირების პროპორციულად), ჯგუფის წევრების მიერ გახსნილ ანაბრებზე ბანკის მიერ დარიცხული სარგებელი ჯამურად, ინფორმაცია ჯგუფის წევრის მიერ, ჯგუფის დატოვების შესახებ.

2.7. მომხმარებელი აცნობიერებს და წინამდებარე წესების და პირობების დადასტურებით ეთანხმება, რომ საერთო სივრცეში ორი წევრის არსებობის შემთხვევაში, თითოეული წევრისთვის არაპირდაპირ ხელმისაწვდომია მეორე ჯგუფის წევრის მიერ დაზოგილი თანხის ოდენობა.

2.8. საერთო სივრცეში გაწევრიანება შესაძლებელია მისი შექმნიდან 48 საათის განმავლობაში. 48 საათის შემდეგ შეუძლებელია საერთო სივრცეში ახალი წევრ(ებ)ის მოწვევა/დამატება.

2.9. საერთო სივრცის ნებისმიერ წევრს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს:

2.9.1. დატოვოს საერთო სივრცე ისე, რომ შეინარჩუნოს ანაბრის პირობები უცვლელად;

2.9.2. დაარღვიოს ანაბარი სტანდარტული პირობებით, რაც ასევე, ავტომატურად იწვევს საერთო სივრცის დატოვებას.

2.10. ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელზე ვრცელდება ბანკში არსებული სტანდარტული და ანაბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

2.11. პროდუქტი არ გულისხმობს ანაბრის ჯგუფურ განკარგვას და საერთო სივრცის წევრების ერთობლივი განკარგვის ანგარიშს. საერთო სივრცის წევრების მიერ გახსნილი ინდივიდუალური ანაბრის ვადა, ემთხვევა საერთო მიზნის ვადას.

2.12. საერთო სივრცის წევრებს, ინდივიდუალური ანაბრისა და საერთო მიზნის ვადის გასვლის შემდგომ, აქვთ შესაძლებლობა დაზოგილი თანხა, სურვილის შემთხვევაში, ამავე სივრციდან გაუსვლელად გადარიცხონ ორგანიზატორის ანგარიშზე.

2.13. საერთო სივრცეში წევრების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

2.14. მომხმარებელს ეკრძალება საერთო სივრცის შექმნა / გამოყენება / გაწევრიანება ან/და ჯგუფის წევრებს შორის ისეთი დანაზოგის შექმნა, რომელიც დაკავშირებულია უკანონო ან არაეთიკურ საქმიანობასთან, ძალადობის ან/და დანაშაულისკენ მოწოდებასთან, კანონით აკრძალული პროდუქციის (ცივი/ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკული საშუალებები და სხვა ისეთი პროდუქტები, რომლის შეძენა ან/და რეალიზება აკრძალულია კანონით) შეძენის მიზნობრიობით თანხის დაზოგვასთან.

2.15. წინამდებარე მუხლის 2.14 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა სრულად ვრცელდება საერთო სივრცის სახელწოდებასა და ფოტოსურათზე.

2.16. ბანკი იტოვებს უფლებას მომხმარებლის / საერთო სივრცის წევრ(ებ)ის მიერ წესებით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის / მოთხოვნ(ებ)ის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ცალმხრივად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება (მათ შორის, იტოვებს უფლებას წაშალოს ჯგუფი).

2.17. მომხმარებლის მიერ საერთო სივრცის დატოვების შემთხვევაში, ჯგუფში დაბრუნება არ არის შესაძლებელი.

3. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები

3.1. ბანკი ადასტურებს, რომ კონფიდენციალურ ინფორმაცისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე - https://tbcbank.ge/ka/privacy-policy. მომხმარებელი წესებსა და პირობებზე დათანხმებით ადასტურებს, რომ იცნობს ზემოაღნიშნული პოლიტიკის შინაარსს და ეთანხმება მას;

3.2. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ჯგუფის საერთო (მიზნობრივი) ფოტოსურათი და სახელწოდება ხელმისაწვდომია საერთო სივრცის ყველა წევრისთვის, მათ შორის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მოწვეულნი არიან საერთო სივრცეში გასაწევრიანებლად და ჯერ არ წარმოადგენენ ჯგუფის წევრებს. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ საერთო სივრცეში არ განათავსებს ისეთ ფოტოსურათს / სახელწოდებას, რომელიც შეიცავს ძალადობის, დისკრიმინაციის, ეთიკის სტანდარტების დარღვევის ნიშნებს და მიმართულია მესამე პირების უფლებების ხელყოფისაკენ, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. ამავდროულად, ფოტოსურათის ატვირთვის ასევე, სახელწოდების გამოყენების დროს დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საავტორო და მომიჯნავე უფლებები;

3.3. დაუშვებელია საერთო სივრცის წევრის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციისა ან/და პერსონალური მონაცემების მესამე პირ(ებ)თან გაზიარება ან/და იმგვარი გამოყენება / დამუშავება, რომელიც სცილდება პროდუქტით გათვალიწინებულ მიზნებს.

3.4. მომხმარებელი წესებსა და პირობებზე თანხმობით ადასტურებს, რომ საერთო სივრცეში არსებულ კონფიდენციალურ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებს მხოლოდ „ჩვენი საერთო მიზნის“ ფუნქციონალის მიზნებისთვის და დაიცავს წინამდებარე მუხლის 3.2. პუნქტით გათვალისწინებულ პირობას.

3.5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს პერსონალური ინფორმაციის გაზიარება ჯგუფის სხვა წევრებისთვის, მომხმარებელი არ უნდა შეუერთდეს ან უნდა დატოვოს საერთო სივრცე.

4. პასუხისმგებლობა

4.1. ბანკი, თავის მხრივ, პროდუქტის გამოყენების ფარგლებში, უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ შესაბამისი მომსახურების მიღების პროცესის მხარდაჭერას.

4.2. ბანკი არ არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ ზიანს, რაც გამოწვეულია პროდუქტის არამართლზომიერი გამოყენებით და წინამდებარე წესების დარღვევით.

5. სხვა პირობები

5.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და მხარეთა შორის გაფორმებული „საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.

5.2. პროდუქტის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ კანონიერად, მისი პირდაპირი დანიშნულების შესაბამისად;

5.3. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტი არ გამოიყენოს კანონსაწინააღმდეგო, თაღლითური ან/და ბანკისა და საერთო სივრცის წევრებისთვის ზიანის მომტანი მიზნებისთვის;

5.4. ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მუდმივად იცავდეს, ზემოაღნიშნულს.