home-outlined
მშენებლობის ტიპი
მშენებარე
calendar-outlined
დასრულების ვადა
მაისი, 2027
home-outlined
ჩაბარების კონდიცია
აპარტამენტები რემონტით ავეჯითა და ტექნიკით
home-filled
ფართები
32.17 - 88.53
cash-outlined
ფასები
139,131.60 - 398,385.00 USD
გონიოში, ბათუმის სიახლოვეს მდებარე Radisson Blu Residences ბრენდირებული უძრავი ქონების ინოვაციური პროექტია, რომელიც რეგიონში Radisson Hotels-ის საცხოვრებელი რეზიდენციების კოცენფციას ნერგავს. კომპლექსის შერეული დანიშნულება ცხოვრებისა და ინვესტიციის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე, პირველ სანაპირო ზოლში განთავსებული ეს მასშტაბური რეზიდენცია 576 პრემიუმ კლასის სრულად აღჭურვილ აპარტამენტსა და 6000 მ2 ინფრასტრუქტურას აერთიანებს. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია 12 % სავარაუდო ROI და ხელმისაწვდომი პირობებები, მათ შორის 20 % პირველადი შენატანი და უპროცენტო განვადება 2027 წლის დეკემბრამდე. სერვისის მაღალი სტანდარტი, კომფორტი, ელეგანტურობა და შთამბეჭდავი ხედები – ეს პროექტი უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის, მათთვის, ვისაც პოპულარულ ტურისტულ ზონაში უსაფრთხო და საიმედო მომავლის შექმნა სურს.
ინოვაციური კონცეფცია: მოწინავე პროექტი, რომელიც საქართველოში ბრენდირებული რეზიდენციების კონცეფციას ნერგავს Radisson Hotels-ის საერთაშორისო ქსელის სახელით.
მაღალი ROI-ის პოტენციალი: მოსალოდნელი ROI 12 %.
ინვესტიციის მოქნილი შესაძლებლობები: უპროცენტო განვადების გეგმა 2027 წლის დეკემბრამდე.
კერძო პლაჟი: პროექტი მდებარეობს ზღვის პირველ სანაპირო ზოლზე და აქვს საკუთარი გასასვლელი კერძო პლაჟზე.
მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა: 6000 კვ.მ ფართობი სხვადასხვა მაღალი კლასის ობიექტსა და სერვისს მოიცავს, იქნება ეს რესტორნები, რეკრეაციული ზონა, საცურაო აუზი, სავაჭრო ცენტრი, სპორტული დარბაზი თუ კაზინო.