chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

საბანკო კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობის პირობა

გამარჯობა, გაცნობებთ, რომ თქვენსა და თიბისი ბანკს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში, სმს შეტყობინებაში დაფიქსირებულ სესხზე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე) შეგიძლიათ მოითხოვოთ ამავე სესხის მოქმედების ვადის გაგრძელება.

საბანკო კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობის პირობა:

„კლიენტი უფლებამოსილია ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებულ (სმს შეტყობინებაში დაფიქსირებულ) ხელშეკრულებაში მითითებულ კრედიტის ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს ამავე კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელება.

ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მოთხოვნით, კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელებას არაუმეტეს ''ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების'' დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით (შემდგომში ''ბრძანება'') განსაზღვრული შესაბამისი ტიპის სესხისთვის / საკრედიტო პროდუქტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით, რომლის ათვლა განხორციელდება სესხის გაცემის მომენტიდან. კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ბანკი იხელმძღვანელებს წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესაძლებლობის პირობის გათვალისწინების მომენტისთვის მოქმედი ბრძანებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვად(ებ)ით.

ამასთან, თუ ბანკის საკრედიტო პოლიტიკით გათვალისწინებული კლიენტის ასაკობრივი შეზღუდვის გამო (70 წელი ყველა საკრედიტო პროდუქტისთვის, 75 წელი - სწრაფი განვადების პროდუქტისთვის) არ არის შესაძლებელი კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელება ბრძანებით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით, ასეთ შემთხვევაში, ბანკი მოახდენს კლიენტთან გაფორმებული კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელებას ბანკში არსებული საკრედიტო პოლიტიკის პირობების (ვადის) შესაბამისად, რა ვადაზეც დათვლილი იქნა ბრძანებით გათვალისწინებული სესხის მომსახურების კოეფიციენტი სესხის გაცემის დროს."

სესხზე მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, აუცილებელია როგორც მსესხებლის, ასევე თანამსესხებლის თანხმობა (შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილების გაფორმება/დადასტურება)

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართეთ სს „თიბისი ბანკი"-ს საინფორმაციო ცენტრს +(995 32) 227 27 27