სასწავლო კურსის ფარგლებში ისწავლი სამომხმარებლო ინტერფეისებისა (UI) და გამოცდილებითი დიზაინის (UX) საწყისებს, იმუშავებ ონლაინ პლატფორმა Figma-ში.
რა არის კურსის მიზანი?
კურსის მიზანია, შეიძინო ის ცოდნა და უნარები, რომელიც ვებგვერდის დიზაინის შემუშავებაში დაგეხმარება.
პრაქტიკული კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შეიმუშავებ ვებგვერდის დიზაინს.
კურსი არის უფასო და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებ სერტიფიკატს.
ვისთვისაა კურსი?
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის არ გჭირდება საბაზისო ცოდნა. უნდა იყო სკოლის მოსწავლე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, გქონდეს მოტივაცია და წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტთან.
რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?
UI/UX დიზაინის პრინციპები;
ონლაინ პლატფორმა, Figma-ში მუშაობა;
ვებგვერდის ელემენტების (ღილაკები, ინტერაქციული ელემენტები და ა.შ.) შემუშავება.