კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციები

კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციები შესრულებისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება საქართველოს საკანონმდებლო ნორმებსა და საერთაშორისო საკორესპონდენტო ბანკების მხრიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებს:

  • თიბისი ბანკი ემსახურება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს;

  • ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება განახორციელოს ვირტუალური აქტივის მომსახურება;

  • ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საბანკო ანგარიშების მეშვეობით შესრულება შეიძლება მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის (გარდა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების ტრანზაქციებისა);

  • შესაბამისად, დაუშვებელია მესამე პირ(ებ)ის დავალებით/სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციების შესრულება;

  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელია ტრანზაქციის თანხის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;

  • საქმიანი ურთიერთობის დამყარების პროცესში და შემდგომ, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, როგორც ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისგან, ისე სხვა კლიენტებისგან, რომლებიც მონაწილეობენ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებში, მათ შორის თითოეულ ტრანზაქციასთან მიმართებაში;

ასევე გაითვალისწინეთ, რომ მოცემული მომენტისათვის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საერთაშორისო საბანკო ტრანზაქციები შეზღუდულია.

კანონმდებლობის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით ბანკს შეუძლია შეწყვიტოს საქმიანი ურთიერთობა კლიენტთან, უარი თქვას მის მომსახურებაზე, შეზღუდოს ტრანზაქციების წარმოება ან/და მიიღოს სხვა, კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ზომები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით (№94/04) დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.