24 წელია, თიბისი ,,ქოლგა თბილისი ფოტოს’’ მთავარი მხარდამჭერია.
‘’ქოლგა თბილისი ფოტო’’ 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს. პროექტის განმავლობაში ცხადდება საერთაშორისო ღია კონკურსი, სადაც ფოტოგრაფებს საშუალება ეძლევათ წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები. ფესტივალი სრულდება დაჯილდოების ცერემონიით, სადაც ვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში.
ფესტივალის მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფიის, კლასიკურისა და თანამედროვეს შეკავშირება საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. პროექტის მიმდინარეობისას, გამოფენების გარდა ეწყობა ვორქშოფები, ლექციები, სემინარები, პორტფოლიოს განხილვები და საგანმანათლებლო ღონისძიებები ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ფოტოკვირეულის მიმდინარეობისას საზოგადოებას საშუალება აქვს გაეცნოს როგორც მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკური ფოტოგრაფიის ნიმუშებს, ისე თანამედროვე უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს.