თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს Tbilisi Open Air 2026-ზე წასვლა, ახლა საუკეთესო დროა გადაწყვეტილების მისაღებად. 4-5 ივლისს, რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე თიბისი სტუმრებს, ტრადიციულად, ინტერაქციულ სივრცეში განსაკუთრებული აქტივობებით უმასპინძლებს.
ფესტივალის ორივე დღეს 16:00-დან 19:00 საათამდე, თიბისის სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მობაილბანკის საგანძურის მარათონის ბრენდირებული საჩუქრები მოიგონ, გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის მარათონის მონაწილე.
მონაწილეობის წესები მარტივია - მოდი Open Air-ზე თიბისის სივრცეში, თიბისის მობაილბანკში გაიარე სპეციალური გამანაწილებელი ქვიზი და გაიგე რომელ საგვარეულოს მიეკუთვნები, შემდეგ შეასრულე მარათონის დღის მისია, დაატრიალე ბორბალი და მიიღე საჩუქრად მაისური, მარაო, ჩანთა ან სხვა ბრენდირებული ნივთი. გაითვალისწინე, სასაჩუქრე ნივთების რაოდენობა ლიმიტირებულია.
ფესტივალის განმავლობაში, განსაკუთრებული შეთავაზება ვრცელდება Tbilisi Open Air-ის ტერიტორიაზე მდებარე ბარებსა და კვების ობიექტებზეც, სადაც შეგიძლიათ 20%-იანი ქეშბექით (მაქსიმუმ 40 ლარი) ისარგებლოთ ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, ფესტივალის დაარსების დღიდან, თიბისი Tbilisi Open Air-ის მთავარი მხარდამჭერია და Altervision Group-თან ერთად აქტიურად უწყობს ხელს ქართული მუსიკალური სცენის განვითარებას, მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერას.